Wednesday, September 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ორგანიზაცია “ამრა”, რომლის თანადამფუძნებელიც დაურ ბუავა იყო, განცხადებას ავრცელებს

September 16, 2026
აფხაზი ბლოგერის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს – მათ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან

ორგანიზაცია “ამრა”, რომლის თანადამფუძნებელიც დაურ ბუავა იყო, განცხადებას ავრცელებს.

“გვსურს გაცნობოთ, რომ ბოლო დღეებში ძალიან ბევრი ადამიანი დაგვიკავშირდა და გამოთქვა სურვილი, რომ დაურ ბუავას ხსოვნის პატივსაცემად სურთ მონაწილეობა მიიღონ გარკვეულ აქტივობებში.

პირველ რიგში ძალიან დიდ მადლიერებას გამოვხატავთ თითოეული თქვენგანისადმი ვინც დაურის მიმართ ასეთ სიყვარულს და კეთილგანწყობას გამოხატავთ. ჩვენი მხრივ კი პირობას გაძლევთ რომ დაურის საქმეს აუცილებლად გავაგრძელებთ.

მოძრაობა „AMRA“ ამჟამად დაურის საფლავის მოწყობა-მოწესრიგების საკითხზე მუშაობს, ეს არის ალბათ ის ერთ-ერთი საკითხი რითაც ჩვენი მეგობრის და თანამებრძოლის ხსოვნას უკვდავვყოფთ. ასევე გვსურს მადლიერება გამოვხატოთ ყველას მიმართ, ვინც ამ მნიშვნელოვან საქმეში გვერდით გვიდგას.

თუმცა, საფლავის სათანადო მოწესრიგების გარდა, დაურის მეგობრებს, თანამოაზრეებსა და გულშემატკივრებში გაჩნდა სურვილი, რომ შეიქმნას ღირსეული მემორიალური სივრცე. შესაბამისად, ოჯახთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, ამ ინიციატივას გავუწიოთ ორგანიზება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა მსურველს მივცეთ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე დღეში გამოვაცხადოთ კონკურსი მემორიალის იდეისა და დიზაინის შესარჩევად. შემოქმედ ადამიანებსა ექნებათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები და ესკიზები, რის შემდეგაც ოჯახთან და დაურის ახლობლებთან ერთად შეირჩევა შესაბამისი კონცეფცია.

ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დაურის ხსოვნის უკვდავსაყოფად წამოწყებულ ამ საქმეში, თანხის შეგროვების პროცესი თავიდან ბოლომდე იყოს ღია და გამჭვირვალე.

მემორიალში შექმნისთვის საჭირო შემოწირულობების შეგროვებას კოორდინაციას გაუწევს ოჯახის ახლობელი და დაურის მეგობარი, ლევან ბედია. თქვენ მიერ შემოწირული თანხა ჩაირიცხება სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ანგარიშებზე და გამოყენებული იქნება მხოლოდ დაურის მემორიალური სივრცის შექმნასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის.

შეგროვებული თანხებისა და გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია საჯარო იქნება. პერიოდულად გამოვაქვეყნებთ მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა თანხა შეგროვდა და რაში დაიხარჯა, რათა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ საქმეში მონაწილეობას მიიღებს, ჰქონდეს სრული და გამჭვირვალე ინფორმაცია.

დაურ ბუავას მემორიალური სივრცის მოწყობის პროცესში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გიზიარებთ გადარიცხვის რეკვიზიტებს:
მიმღები: ლევან ბედია

საქართველოს ბანკი

GE21BG0000000613466165

თიბისი ბანკი

GE64TB7712245064300138

მადლობას გიხდით თითოეულ ადამიანს, ვისაც სურს თავისი წვლილი შეიტანოს დაურ ბუავას ხსოვნის უკვდავყოფაში: – წერს ორგანიზაცია “ამრა” სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბაღლინჯოები და ტარაკნები საკნებში” – ადვოკატები ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ
  • ზემო ლარსზე რუსეთის მხრიდან სატვირთო ავტომობილების რაოდენობა სამ დღეში 73%-ით გაიზარდა
  • „სითი მოლთან“ მიმდინარე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge