Wednesday, September 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

2026 წელს პოლიტიკურმა პარტიებმა 6,5 ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღეს, საიდანაც 5, 5 ლარი “ქართული ოცნების” იყო

September 16, 2026
“ერთმანეთს ხოცავენ…” – რას ამბობს “ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზე

2026 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 17 პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული 910 შემოწირულების შესახებ ინფორმაცია შეისწავლა, რომლის თანხობრივი მაჩვენებლით ჯამში, 6 565 361 ლარს შეადგენს – ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტს წარუდგინა მოხსენება სახელწოდებით – „პოლიტიკური პარტიების, უცხოეთის აგენტების, უცხოური გრანტების მიმღებ და უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტთა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ“.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წელს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულების სახით 5 522 000 ლარი მიიღო (161 შემომწირველი); მას მოჰყვება “ლელო“, რომელმაც 306 900 ლარი მიიღო (24 შემომწირველი); “ხალხის ძალა“ – 273 000 ლარი (7 შემომწირველი); “ნეიტრალური საქართველო“ – 197 329 ლარი (47 შემომწირველი); “თავისუფლების მოედანი“ – 125 106 ლარი (318 შემომწირველი); “ნაციონალური მოძრაობა“ – 51 097 ლარი (215 შემომწირველი), “ფედერალისტები“ – 41 045 ლარი (50 შემომწირველი); სხვა პარტიები – 48 524 ლარი (138 შემომწირველი).

ამავე დოკუმენტის მიხედვით, სახელისუფლო პარტიამ ყველაზე მეტი ოდენობის თანხა დახარჯა პოლიტიკური რეკლამისთვის. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2026 წელს მან 9 პოლიტიკური პარტიის სარეკლამო ხარჯის კანონიერების საკითხი შეამოწმა, რომლის თანხობრივი მაჩვენებელი 1 159 058 ლარია.

პარტიების მიერ პოლიტიკური რეკლამისთვის გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ასეთია: „ქართული ოცნება“ – 941 905 ლარი, “ხალხის ძალა“ – 113 515 ლარი, “ლელო“ – 68 567 ლარი; “ნეიტრალური საქართველო“ – 29 393 ლარი, სხვა პარტიები – 5677.56 ლარი.

“პოლიტიკური პარტიების ფინანსური ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობისთვის სამსახური პოლიტიკურ პარტიებს აქტიურ რეჟიმში უწევს საკონსულტაციო მხარდაჭერას. 2026 წელს 14 პოლიტიკური პარტიის მიმართ 54 სატელეფონო კონსულტაცია განხორციელდა“ – აცხადებს აუდიტის სამსახური.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბოლო ერთ კვირაში საქართველოში ბენზინი 10 თეთრამდე, დიზელი 16 თეთრამდე კიდევ გაძვირდა – რა ღირს საწვავი დღეს
  • სუს-ის ახალი უფროსი არ პასუხობს კითხვას იცნობს თუ არა ბიძინა ივანიშვილს
  • ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge