Wednesday, September 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“2026 წლის იანვარ-აგვისტოში აჭარიდან „ქართულ ოცნებას“ 2.4 მილიონი ლარი შესწირეს, რაც პარტიის ამ პერიოდში მიღებული შემოწირულებების 41%-ია” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”

September 16, 2026
“2026 წლის იანვარ-აგვისტოში აჭარიდან „ქართულ ოცნებას“ 2.4 მილიონი ლარი შესწირეს, რაც პარტიის ამ პერიოდში მიღებული შემოწირულებების 41%-ია” –  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ – აგვისტოში აჭარიდან „ქართულ ოცნებას“ 2.4 მილიონი ლარი შესწირეს, რაც პარტიის ამ პერიოდში მიღებული შემოწირულებების 41%-ია.

ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, „ქართული ოცნება” მსხვილ ბიზნესმენებთან ჩართულია სახელმწიფოს მიტაცების იმგვარ მოდელში, სადაც მოქმედებს პრინციპი Quid pro Quo – „მომეცი, რომ მოგცე”.

„2026 წლის იანვარ-აგვისტოში „ქართული ოცნების” პარტიულ სალაროში ჩარიცხული 5,812,000 ლარიდან 2,403,000 ლარი (41%) აჭარის წილია. ბოლო პერიოდის არასაარჩევნო წლებს შორის ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია – 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოწირულებების ჯამი 2 მილიონ ლარამდე იყო, 2024 წელს – 2,1 მილიონი, 2025 წელს კი – 4,000,000 ლარამდე. 2025 წელს „ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნები ჩაატარა.

საკვლევ პერიოდში „ქართული ოცნების” 63 შემწირველიდან 55 ფიზიკური პირი ერთ ან რამდენიმე კომპანიასთან არის დაკავშირებული. ამ კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებში ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით მიიღეს 870 მილიონი ლარი, შემწირველ კომპანიებზე კი 3 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის მშენებლობის ნებართვა გაიცა, ძირითადად, ბათუმსა და ქობულეთში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2026 წლის იანვარ-აგვისტოში განხორციელებული შემოწირულებების შესწავლისას გამოიკვეთა კოორდინირებული დონაციის ტენდენცია. ამის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ 2026 წლის 26 მარტის შემთხვევა, როდესაც 8 ფიზიკურმა პირმა „ქართული ოცნების” ანგარიშზე დიდი თანხები გადარიცხა. 23-24 აპრილს შპს „ნოვას“ მეწილეებმა 278,000 ლარი შესწირეს „ქართულ ოცნებას“. იგივე მოხდა 23 მარტს, 13 და 25 მაისსაც, როცა 4-4 ფიზიკურმა პირმა ივანიშვილის პარტიისთვის ასეულობით ათასი ლარი გაიღო. ჯამში ამგვარი სინქრონული გადარიცხვების შედეგად „ქართულმა ოცნებამ” 1,278,064 ლარი მიიღო.

წელსაც თვალშისაცემია მსხვილი სამშენებლო, სამედიცინო, სავაჭრო და თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიების მეწილეების შემოწირულებების ტენდენცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მორიგი კვლევა, წინამორბედის მსგავსად, ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება” მსხვილ ბიზნესმენებთან ჩართულია სახელმწიფოს მიტაცების იმგვარ მოდელში, სადაც მოქმედებს პრინციპი Quid pro Quo – „მომეცი, რომ მოგცე”. შემომწირველებს შორის არიან როგორც სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მფლობელი თანამდებობის პირები, ასევე, მსხვილი სამშენებლო კომპანიების მეწილეები, რომელთაც ათეულობით ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ნებართვა აქვთ აღებული ბათუმის ტერიტორიაზე. შემომწირველებს შორის არიან ბათუმში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების მფლობელები და ხელმძღვანელები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „სითი მოლი“ საბურთალოს ტერიტორიაზე გადაადგილების სქემა უახლოეს პერიოდში შეიცვლება”- რას ამბობს კახა კალაძე
  • ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს – რა დეტალებია ცნობილი
  • “თავიდან ვიფიქრეთ, ოპოზიციამ ხომ არ იეშმაკა. ახლა გამოსწორდა” – რას ამბობს ირაკლი ზარქუა „ ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ გახარიას პარტიის ინიციატივის მხარდაჭერაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge