შეასრულა თუ არა ტრამპ თაუერის პროექტმა საკუთარი მისია? – ამ კითხვით “პირველებმა” ზაზა ფაჩულიას პროექტის პრეზენტაციაზე მიმართა. სწორედ ფაჩულიაა იმ ბიზნეს ჯგუფის წარმომადგენელი, რომელმაც ტრამპ თაუერი ააშენა.
ზაზა ფაჩულია ირწმუნება, რომ აღნიშნულ პროექტს პოლიტიკური სარჩული არ ჰქონია.
რა მისიაზეა საუბარი? ჩემთან ამ კითხვას არ უნდა სვამდეთ, მე ინვესტორი ვარ, ბიზნესიდან მოვდივარ. ძაან მაგარი მომენტია და ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ცნობილი ბრენდი შემოვიდა, – თქვა ფაჩულიამ მედიის საპასუხოდ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში “ტრამპ თაუერის” პრეზენტაცია იმართება. ღონისძიებას “ქართული ოცნების” და ასევე იმ ბიზნეს ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებიან, რომლებმაც აღნიშნული პროექტი განახორციელეს.
“ტრამპ თაუერის” პრეზენტაციაზე თბილისში დონალდ ტრამპის შვილი არ ჩამოდის – “პირველების” ინფორმაციით, “ოცნებასთან” დაახლოებული დეველოპერები ერიკ ტრამპის ჩამოსვლას ელოდებოდნენ, თუმცა ის დღევანდელ ღონისძიებას მხოლოდ დისტანციურად ჩაერთვება.
ამ ფონზე ეკონომისტები და ოპოზიციონერები ფიქრობენ, რომ ტრამპ-თაუერის პროექტს “ოცნება” ამერიკასთან ურთიერთობის აღსადგენად იყენებს.
