Tuesday, September 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ექსპერტები პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვენ

September 15, 2026
ექსპერტები პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვენ

ექსპერტები პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აცხადებენ, რომ კულტურის სამინისტრომ კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებაზე დახარჯული 722 642 ლარის შესახებ კონტრაქტები უნდა გაასაჯაროოს. სანდრო ქევხიშვილის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში გაძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლება ხარჯებთან დაკავშირებულ ინფორმაციას მალავს.

ექსპერტის თქმით, თუ გაირკვა, რომ “ვიღაცამ” პატრიარქის დასაფლავებაზე ფული გააკეთა, ამ საკითხს მძიმე შედეგები მოჰყვება.

საუბარია 700 ათას ლარზე მეტი ღირებულების თანხის დახარჯვაზე. ჩვენ არ ვიცით, რომელმა კომპანიამ მიიღო ეს და რაში დაიხარჯა ეს თანხა. კობახიძის გამოხმაურება, რა თქმა უნდა, ამას ამძაფრებს, იმიტომ, რომ, როგორც წესი, ისინი ისეთ ამბებზე რეაგირებენ, რომელიც მათ ასე თუ ისე ან მათ მომხრეებს აწუხებთ. და, პატრიარქთან დაკავშირებული ხარჯები, რა თქმა უნდა, ძალიან სენსიტიური საკითხია და რომ აღმოჩნდეს, რომ ამ ძალიან ხელშეუხებელ თემაზეც კი ვიღაცამ ფული გააკეთა, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება მათ შორის “ქართული ოცნებისთვის”. 722 ათასი ლარია სადავო ამ შემთხვევაში. კულტურის სამინისტროს და მთავრობას შეუძლია მარტივად ეს ეჭვები გააქარწყლოს იმით, რომ გაასაჯაროონ ის კონტრაქტები. თუ ეს კონტრაქტები არ გასაჯაროვდება, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ რაღაცას მალავენ და ესე იგი, კათოლიკოს-პატრიარქის დასაფლავებაზე მათ, ვიღაცამ, გააკეთა ფული, – ამბობს სანდრო ქევხიშვილი.

კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე კი ხელისუფლების განცხადებებს კულტურის სამინისტროში აღმოჩენილი დარღვევების „დალაგების მცდელობად“ აფასებს.

რასაც კულტურის მინისტრის მოვალეობის შესმრულებელი იძახის და რასაც კობახიძე იძახის, მაგ ყველაფერს ერთად თუ შევაჯამებთ, გამოდის, რომ უბრალოდ, ალაგებენ იმ დარღვევებს, რა დარღვევებიც არსებობს კულტურის სამინისტროში. სხვა სახელს ფიზიკურად ვერ დაარქმევ, რადგან ერთი უწყება იძახის, რომ მან რაღაც აღმოაჩინა და ამაზე დასკვნაში მიუთითა, ხოლო ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შეისწავლა, ოღონდ სიღრმისეულად არ აქვს შესწავლილი და საერთოდ არაფერი ხდება. ეს არის, ფაქტობრივად, იმ დარღვევების “დალაგების” მცდელობა, რომელი დარღვევებიც არსებობს კულტურის სამინისტროში და კულტურის სამინისტრო ვალდებულია, გასცეს საჯარო ინფორმაცია და საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რა ღონისძიებებში რა თანხები დახარჯა, – ამბობს ბესიკ დონაძე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებიდან კულტურის სამინისტრომ 722 642 ლარი დახარჯა, თუმცა უცნობია, რომელ კომპანიებთან გაფორმდა ხელშეკრულებები – განცხადებას ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.

ცნობილია, რომ საქართველოს 141-ე პატრიარქის დაკრძალვის ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული იყო კულტურის სამინისტრო, [მოცემულ პერიოდში უწყებას თიკა რუხაძე ხელმძღვანელობდა]. რუხაძე პოსტიდან 28 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით გადადგა. განცხადებაში ეწერა, რომ მიზეზი „ჯანმრთელობა” იყო.

პატრიარქის დაკრძალვის დღეს გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით კითხვები “ნოდარ მელაძის შაბათის ეთერმა” მიმდინარე წლის 13 სექტემბერს დასვა.

ერთი კვირის წინ, კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ კიკნაძემ არ უპასუხა კითხვას, რატომ არ პასუხობს მისი უწყება კორუფციის მკვლევარებს, 3 და 27 აგვისტოს გაგზავნილ არცერთ წერილზე. [ამ წერილებით ბესიკ დონაძემ სამინისტროდან სამივლინებო და პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები გამოითხოვა].

ამ კომენტარამდე 5 დღით ადრე, “ტვ პირველის” ახალი ამბების მიერ ჩაწერილ კომენტარში, თიკა რუხაძის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებდა, რომ რა დარღვევებიც უწყებაში აღმოაჩინეს, აუდიტის დასკვნაში ჩაწერეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 11 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა
  • ეკონომისტები და ოპოზიციონერები ფიქრობენ, რომ ტრამპ-თაუერის პროექტს ” ქართული ოცნება” ამერიკასთან ურთიერთობის აღსადგენად იყენებს
  • პარლამენტი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას ხვალ უყრის კენჭს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge