რუსთავის სამ სკოლაში სწავლა ვერ დაიწყო – ინფორმაციას პარტია “ძლიერი საქართველო – ლელო” ავრცელებს.
პარტიის წევრები ითხოვენ კითხვაზე პასუხს , რა ეტაპზეა #16, #1 და #2 საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი, რატომ არ დაიწყო სამუშაოები დროულად და ხომ არ იკვეთება ამ პროცესში კორუფციის ნიშნები.
რუსთავის საკრებულოს წევრი, ნინო სულაძე ამბობს, რომ რეაბილიტაციის დროულად ვერ დასრულების შემდეგ, ბავშვებს სხვა სკოლებში უწევთ ტრანსპორტირება.
სუთიძე ამბობს, რომ განათლების სისტემაში არსებული პრობლემები ხელისუფლების სისტემური უმოქმედობის, დაპირებების შეუსრულებლობის და პასუხისმგებლობისგან გაქცევის შედეგია.
ეს აღარ არის უბრალოდ ინფრასტრუქტურული პრობლემა – ეს არის ხელისუფლების სისტემური უმოქმედობის, დაპირებების შეუსრულებლობის და პასუხისმგებლობისგან გაქცევის შედეგი. მეოთხე წელია რუსთაველ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ესმით დაპირებები, რომ სკოლები რეაბილიტირდება, სამუშაოები დაიწყება და მოსწავლეები საკუთარ სკოლებში დაბრუნდებიან, მაგრამ სურათი დღესაც იგივეა, სკოლები არ იხსნება.
“ძლიერი საქართველო-ლელოს წევრები” მოითხოვენ პასუხს რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლებისგან-ზუსტად როდის დაიწყება თითოეული სკოლის რეაბილიტაცია? რა ვადებში დასრულდება სამუშაოები? როდის დაბრუნდებიან ბავშვები საკუთარ სკოლებში?
ამ კითხვებზე პასუხი დღესვე უნდა არსებობდეს. ჩვენ მოვითხოვთ პასუხისმგებლობას, გამჭვირვალობას და კონკრეტულ ვადებს. ბავშვების განათლება ვერ იქნება ხელისუფლებისთვის გადადებული საკითხი“,-განაცხადა ნინო სულაძემ.
დღეს დილიდან ქვეყნის მასშტაბით არაერთ სკოლაში სწავლის პროცესზი ვერ დაიწყო, ამ თემასტან დაკავშირებით ოპოზიცია დილიდან საუბრობს.
