Tuesday, September 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“რუხაძემ დაადასტურა ის, რაც მე ისედაც ვიცოდი, რომ 2007 წელს „იმედი“ ჩვენ არ დაგვიხურავს…” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

September 15, 2026
ძვირფასო ნიკა გვარამია, რა სერვანტესი, რა ავთანდილი, პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე” – მიხეილ სააკაშვილი

“რუხაძემ დაადასტურა ის, რაც მე ისედაც ვიცოდი, რომ 2007 წელს „იმედი“ ჩვენ არ დაგვიხურავს…” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გუშინ სასამართლოში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

“რა დადგინდა გუშინ დიქტატორის „კენგურუს სასამართლოში“, ირაკლი რუხაძის (პატარკაციშვილის და ივანიშვილის მარჯვენა ხელის და ბიზნეს პარტნიორის) ჩემს მიერ დაკითხვის დროს.
– პატარკაციშვილი და ივანიშვილი, ორივე ერთი პლანის მოვლენა იყო, ერთი დიდი შეთქმულების ნაწილი, რუსეთის მიერ საქართველოში შემოგზავნილი კონკრეტული დავალებებით შევარდნაძის დროს (მე ორივე დამხვდა).
– თავიდან ამოქმედდა პატარკაციშვილი. რუხაძემ დაადასტურა, რომ პატარკაციშვილს ამოძრავებდა პოლიტიკური მიზნები. როგორც მან თქვა ის იყო „პოლიტიკური აქტორი“ და რაც მთავარია რუხაძემ გუშინ თქვა, რომ საქართველოში ჩამოსვლის წინ, პატარკაციშვილი შეხვდა პუტინს, ხოლო როგორც ვიცით 2007 წლის ნოემბრის წინ ФСБ-ს გენერლებს.
– რუხაძემ დაადასტურა ის, რაც მე ისედაც ვიცოდი, რომ 2007 წელს „იმედი“ ჩვენ არ დაგვიხურავს, მაგრამ თქვა ისიც, რაც მეც არ ვიცოდი. მე მეგონა, რომ მაშინ „იმედი“ დახურეს გიორგი თარგამაძემ და სხვა ჟურნალისტებმა, ხოლო რუხაძემ თქვა, რომ ეს გააკეთა თვითონ პატარკაციშვილმა, მას შემდეგ რაც ჟურნალისტებმა მოისმინეს კოდუასთან შეხვედრის, პატარკაციშვილის მიერ მათთვის გამოგზავნილი ჩანაწერი, სადაც ეს უკანასკნელი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა და უარი თქვეს ტელევიზიის პატრონის ინსტრუქციების შესრულებაზე (ბრავო გიორგი თარგამაძე და „იმედის“ მაშინდელი კოლექტივი).
– პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ რუხაძე განკარგავდა მის ქონებას და პატარკაციშვილისადმი მიცემული ვალდებულებების დარღვევისთვის, კერძოდ გარდაცვლილის აქტივების რუხაძის პირად კომპანიაში გადაქაჩვის, რაც პატარკაციშვილის ძარცვის ტოლფასია, ბრიტანეთის სასამართლომ მას 170 მილიონის გადახდა დააკისრა პატარკაციშვილის კომპანიისთვის, რაც მან გადაიხადა. ე.ი. არანაირი მეგობრობა, პარტნიორობა, წესიერება ქოც ბიზნესმენებისთვის არაფერს ნიშნავს.
– რუხაძემ თქვა, რომ ბრიტანეთმა დაასანქცირა „იმედი“, როგორც პრო-რუსული არხი და გუშინ არანაირად არ უარყვია „იმედის“ პრო-რუსულობა.
– ამ საკითხებზე რუხაძემ ერთხელ უკვე აწარმოა სასამართლო დავა ჩემს წინააღმდეგ ჰოლანდიის სასამართლოში 2018 წელს, რომელიც მისი პირით გუშინ გაკეთებული აღიარებით მან „წააგო“, ტილბურგის სასამართლომ ჩემი მხარე დაიკავა.
– რუხაძის აღიარებით ის ინგლისიდან საქართველოში დაბრუნდა სწორედ 2011 წლის შემოდგომაზე, როცა ივანიშვილმა ღიად დაიწყო კამპანია ჩვენს დასამხობად. დანარჩენი თქვენ ისედაც იცით, რაც არ გამოუვიდა პატარკაციშვილს, ის გამოუვიდა ივანიშვილს, რუსეთის მეორე მიძინებულ აგენტს, რომელიც აამოქმედეს 2011-ში.
ასევე გუშინ რუხაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ 2008 წელს განცდილი მარცხის გამო პატარკაციშვილი დეპრესიაში იყო და გარდაიცვალა და რომ ის შეიწირა ნაციონალური მოძრაობის მის მიმართ დამოკიდებულებამ.
სინამდვილეში, პატარკაციშვილი რომელიც 2007 წლის აქციების წინ, ლუკაშენკოს მოყოლით ორჯერ შეხვდა ФСБ-ს გენერლებს მინსკში, მწვავედ განიცდიდა პუტინის დავალების შეუსრულებლობას 2007 წლის ნოემბრის აქციების და 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და ვინ ვინ და არკადი პატარკაციშვილმა კარგად იცოდა თუ რას უკეთებს პუტინი თავის ჩაფლავებულ აგენტებს.
და ბოლოს, ამ ყველაფერში ნიშანდობლივია თავად ირაკლი რუხაძის პიროვნება. ეს მორალისგან სრულიად დაცლილი არსება, რომელიც ჯერ ივანიშვილზე ბოლომდე გადამტერებულ პატარკაციშვილს და შემდეგ პატარკაციშვილზე გადამტერებულ ივანიშვილს ემსახურებოდა, სიკვდილის შემდეგ გაძარცვა თავისი პირველი პატრონი, გიჟდება დასავლეთზე (ბრიტანეთის პასპორტი აქვს) და ამავე დროს დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდა რუსულ თამაშში მის მიერ კონტროლირებადი „tv იმედის“ სახით, მონაწილეობდა ყველა შეთქმულებაში საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და ამაში გააკეთა მილიარდები და ახლაც აგრძელებს იმავეს, რაც გააკეთა გუშინაც, ჩემი როგორც პუტინის მტრის წინააღმდეგ გუშინ ჩვენების მიცემით. მართალია პირადად ჩემს წინააღმდეგ არცერთი ფაქტი არ უთქვამს, მაგრამ თავად ფაქტი უკვე საკმარისია..
ახლა ამათი ბაირამობის დროა, მაგრამ თუ მათ ზეიმს არ მოვუღეთ ბოლო, ისინი მოუღებენ საქართველოს ბოლოს.” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა, მათი დანახარჯები კი შემცირდა
  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
  • გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge