ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე საგამოძიებო ორგანოს მოუწოდებს, დაადგინოს რომელ ფსიქოლოგთან დაჰყავდა მამიდას გურიკა დადიანიძე.
“კიდევ ერთხელ მივმართავ ფსიქოლოგსაც და ფსიქიატრსაც, რომ გამოჩნდნენ!
მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოს, დაადგინოს რომელ ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან დაყავდა მამიდას გურამი.
წარმოუდგენელია, მამიდას არ ახსოვდეს სპეციალისტის გვარი, სახელი ან მისამართი!” – წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
