რუსული მედიები (RIA, TASS) ირაკლი კობახიძის მიერ “რუსოფობიის” წინააღმდეგ დაანონსებულ ბრძოლას აქტიურად აშუქებენ.
რუსული სამთავრობო მედიები წერენ, რომ ირაკლი კობახიძე პირობას დებს, რომ “საქართველოში რუსოფობიას ჩანასახშივე მოსპობს”:
“ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აპირებს აღკვეთოს ანტირუსული განწყობები, რომლებსაც რადიკალური ოპოზიცია ნერგავს”.
“კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსოფობია ქართველებისთვის დამახასიათებელი არ არის და მოსკოვის მიმართ პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელების შესახებ განაცხადა”.
