“ქართული ოცნების” ვერც ერთი დეპუტატი ვერ ასახელებს მიზეზს, რატომ დაიქვეთა თავი გეკა გელაძემ – ინფორმაციას “ტვ პირველი’ ავრცელებს
უეცარ საკადრო გადაადგილებებს დღეს პარლამენტში ცდილობენ ახსნა მოუძებნონ, თუმცა კითხვებზე პასუხები არ აქვთ.
ლევან მაჭავარიამ დღეს მხოლოდ ის თქვა, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა “ძალიან სერიოზულ ნერვებს მოითხოვს”.
არა მე არ მომიკითხავს, რაც გადადგა (სუს-ის უფროსობიდან). ჩემთვის საკმარისია რაც გაავრცელა გეკამ, მას პირადი მიზეზები აქვს და ჩვენ რა თქმა უნდა, უფლება არ გვაქვს, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვები დავსვათ. ადამიანები ვართ და შეიძლება, რაღაცა ისეთი მიზეზი იყოს (რის გამოც სუს-ში შეილძება ვერ იყოს და შსს-ში შეიძლება იყოს). ზოგადად, ძალიან სერიოზულ ნერვებს მოითხოვს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
დღეს “პირველებმა” ლევა მაჭავარიან ჰკითხა, ხომ არ უკავშირდება გეკა გელაძის სუს-იდან წასვლის მამუკა მდინარაძესთან მეგობრობას. “არა ეს გამორიცხულია”, – ირწმუნება ლევან მაჭავარიანი.
წელიწადნახევარში სუს-ში მეხუთე ხელმძღვანელი პირის შეცვლა “ქართული ოცნებისთვის” ნორმალური მოვლენაა. ირაკლი კირცხალია ამბობს, რომ სახელმწიფო ცოცხალი ორგანიზმია და იწმუნება, რომ ხშირ საკადრო ცვლილებებში უჩვეულო არაფერია.
ადამიანმა გააკეთა განცხადება და თქვენ ახლა გინდათ, რომ … ვიღაცისთვის უჩვეულოა (ასე ცვლილება სუ-ის ხელმძღვანელების) ვიღაცისთვის არ არის უჩვეულო. ცოცხალი ორგანიზმია სახელმწიფო, მთავარია ინსტიტუციებმა იმუშაონ გამართულად, პირობას გაძლევთ, რომ გამართულად იმუშავებს”. – განაცხადა კირცხალიამ.
“ქარტული ოცნების” წევრმა, ლევან მაჭავარიანის მსგავსად გამორიცხა, რომ გელაძის სუს-იდან წასვლა რაიმე ფორმით მამუკა მდინარაძესთან მეგობრობას უკავშირდებოდეს.
“არ დაიღალეთ ამ სულელური სპეკულაციებით? კარგით რა. გარწმუნებთ რომ არა” – განაცხადა კირცხალიამ.
გეკა გელაძის სუს-იდან ისევ შსს-ში პორტირებაზე დრეს პარლამენტში კომენტარი გააკეთა “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა წევრმა, ნინო წილოსანმა.
მე არ მაქვს სურვილი, რომ მის პირად მიზეზებსა და საფუძვლებზე ვესაუბრო. თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ სისტემის ხელმღვანელი რაღაცა პერიოდულობით და რაღაცა ისეთი სიხშირით იცვლებოდა, ამის საპირწონე ნამდვილად არის პრემიერის გადაწყვეტილება, რომ ამ სფეროს და ამ ინსტიტუციის ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი დასახელებულიყო ხელმძღვანელად, რასაც დიდი სიამოვნებით დაუჭერს პარლამენტი მმარს. ეს ინსტიტუცია არის ისეთი ძლიერი, რომ ხელმძღვანელის ერთიდან მეორედან ცვლილება, ამ ინსტიტუციის მუშაობას არ ახერხებს”, – აცხადებს ნინო წილოსანი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
გუშინვე ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. რაც შეეხება გელა გელაძეს, ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
