Tuesday, September 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ახალი ნარატივი, რომ თურმე, ქართველი ხალხი არის რუსოფობი, კრემლში მომზადებული ნარატივია…” – რას ამბობს ლევან ბეჟაშვილი

September 15, 2026
“ახალი ნარატივი, რომ თურმე, ქართველი ხალხი არის რუსოფობი, კრემლში მომზადებული ნარატივია…” – რას ამბობს ლევან ბეჟაშვილი

ახალი ნარატივი, რომ თურმე ქართველი ხალხი არის რუსოფობი, არის კრემლში მომზადებული რუსული ნარატივი, რომელსაც სამწუხაროდ, უკვე წლების განმავლობაში კობახიძე ახმოვანებს ქართულ საზოგადოებაში. მოვუწოდებთ კობახიძეს და ივანიშვილის სხვა ლიდერებს, თავი დაანებონ საქართველოს ეროვნული ინტერესების ხელყოფას, იმოქმედონ ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად, – ამის შესახებ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, საქართველოს უახლოესი 30-წლიანი ისტორია აჩვენებს, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის არჩევანი არ ყოფილა ის მტრული დამოკიდებულება, რომელიც რუსეთის ფედერაციას აქვს ქართული სახელმწიფოს მიმართ.

„მრავალი ომი, უგულებელყოფილი ხელშეკრულებები, საქართველოს ეროვნული ინტერესების არგათვალისწინება, პირდაპირ შეკვეთილი მკვლელობები და აქ, გავიხსენებ კოდორის სპეცოპერაციის სპეცრაზმელების ნადირობას საქართველოს ტერიტორიაზე და რა სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებდა „ქართული ოცნება“ და ქართული სპეცსამსახურებიც, ამიტომ, ეს ჩვენი არჩევანი არ არის. ის, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქვს აღიარებული რუსულ ხელისუფლებას და მთელი ომი გადაიტანა ქართველმა ხალხმა ამ წლების განმავლობაში, ის, რომ 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, დაიწყო ომი და შეიქმნა ეს ვითარება რაც დღეს გვაქვს, არ ყოფილა საქართველოს არჩევანი, ამიტომ ქართველ ხალხს ნუ სდებს კობახიძე ბრალს რუსოფობიაში ან ვინმეს სიძულვილში. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვის უნდა უმტროს და ვისთან უნდა გადაიქცეს მოყვრად. ეს ბრალდებები, რუსეთის კრემლიდან წამოსული ეს ახალი ნარატივი, რომ თურმე ქართველი ხალხი არის რუსოფობი, არის კრემლში მომზადებული რუსული ნარატივი, რომელსაც სამწუხაროდ, უკვე წლების განმავლობაში კობახიძე ახმოვანებს ქართულ საზოგადოებაში. მოვუწოდებთ კობახიძეს და ივანიშვილის სხვა ლიდერებს,რომ თავი დაანებონ საქართველოს ეროვნული ინტერესების ხელყოფას, იმოქმედონ ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად და ნუ ახმოვანებენ პუტინის და რუსეთის ინტერესებსა და ნარატივებს საქართველოში’- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ „რუსთავის 2“-ის ეთერში ე.წ. რუსოფობიაზე ისაუბრა. როგორც კობახიძე მიიჩნევს, როდესაც საუბარია რუსოფობიაზე, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური საკითხები – სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ცალკე საკითხია და მეორეა, საუბარი ერებს შორის ურთიერთობებზე.

„მეორე საკითხია ერებს შორის ურთიერთობა, საუბარია თან მეზობელ ქვეყანაზე, რომელიც ვერსად წავა, არსად წავა და საუბარია მეზობელ ხალხზე, რომელიც ყოველთვის აქ იქნება, პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე იქნება, ხალხი ყოველთვის დარჩება იქ, სადაც არის, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად, თუ რაღაც გლობალური კლიმატური კატაკლიზმები არ იქნა, ან რაღაც, ეს ნახევრად ხუმრობით, ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება ერის მიმართ დამოკიდებულებას, ამაზე სერიოზულად რომ გვიწევს საუბარი, რომ რომელიღაც ერი შეიძლება იყოს ცუდი და რომელიღაც ერი – კარგი, ამაზე აბსურდული რა შეიძლება იყოს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჯანსაღ საზოგადოებაზე, მე არ ვიცი“,- აცხადებს კობახიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსული მედიები ირაკლი კობახიძის მიერ “რუსოფობიის” წინააღმდეგ დაანონსებულ ბრძოლას აქტიურად აშუქებენ
  • “ქართული ოცნების” ვერც ერთი დეპუტატი ვერ ასახელებს მიზეზს, რატომ დაიქვეთა თავი გეკა გელაძემ
  • გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის ასისტენტი გახდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge