Tuesday, September 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ეს არის ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოში ავტორიტარული მმართველობის ოფიციალურად დასამყარებლად და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად” – გიორგი გახარია

September 15, 2026
“ეს არის ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოში ავტორიტარული მმართველობის ოფიციალურად დასამყარებლად და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად” – გიორგი გახარია

ეს არის ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოში ავტორიტარული მმართველობის ოფიციალურად დასამყარებლად და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად – ამის შესახებ გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” პარტია -“საქართველოსთვის” – საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სარჩელს დაამატა, რომლის მიზანიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაა.

“უმძიმესი შეზღუდვების მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის თანმიმდევრულად ვმონაწილეობდით ყველა არჩევნებში, რადგან ეს მიგვაჩნია პოლიტიკური ცვლილებების ერთადერთ მშვიდობიან და დემოკრატიულ გზად. ამჟამად ჩვენი გუნდი ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც პარლამენტში მუშაობას აგრძელებს.
ჩვენი მიზანში ამოღებით ივანიშვილი ცდილობს, ქვეყანაში ერთადერთი ფუნქციური საპარლამენტო ოპოზიცია აკრძალოს.

მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობისა, ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთი ოპოზიციური პარტიის ყოფნაც კი ვერ აიტანა, რადგან მათ კრიტიკული ხმის საპასუხოდ არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ.

ეს არის ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოში ავტორიტარული მმართველობის ოფიციალურად დასამყარებლად და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად.
დაგვაკანონებენ, აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ დავიხევთ უკან საქართველოს დემოკრატიის აღდგენისა და მისი ევროპული თუ ევროატლანტიკური კურსის დაცვისგან”, – ნათქვამია გიორგი გახარიას განცხადებაში, როემელსაც ის X-ზე ავრცელებს.

“ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს “გახარია საქართველოსთვის” აკრძალვისთვისაც მიმართავს – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ, გუშინ, 14 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ქართული ოცნება” ახლა უკვე 5 პოლიტიკური ძალის – კოალიცია ცვლილებისთვის, ენმ-ს, ლელო-ძლიერი საქართველოს, ფედერალისტებისა და გახარია-საქართველოსთვის აკრძალვას ითხოვს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ახალი ნარატივი, რომ თურმე, ქართველი ხალხი არის რუსოფობი, კრემლში მომზადებული ნარატივია…” – რას ამბობს ლევან ბეჟაშვილი
  • ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში კაფე-ბარს ,,ქენთ სთოფ“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge