ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში – ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი “Sofeli Chumlayi” ავრცელებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ოპელის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
ცნობილია რომ, „ოპელის“ ავტომობილი ტაქსად მუშაობდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ავარიის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
