Tuesday, September 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ივანიშვილის რეჟიმი ავტორიტარულ რეჟიმს ოფიციალურად ამყარებს” – გახარიას პირველი რეაქცია

September 15, 2026
“ივანიშვილის რეჟიმი ავტორიტარულ რეჟიმს ოფიციალურად ამყარებს” – გახარიას პირველი რეაქცია

ივანიშვილის რეჟიმმა ვერ აიტანა პარლამენტში თუნდაც ერთი ოპოზიციური პარტიის არსებობა, რადგან კრიტიკული ხმას ვერაფერს უპირისპირებენ – ასე ეხმაურება გიორგი გახარია “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის გუნდი ირაკლი ღარიბაშვილის პარტიის აკრძალვასაც ითხოვს.

გახარიას შეფასებით, “ეს ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში ავტორიტარული მმართველობის ოფიციალურად დასამყარებლად და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად”.

„ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი პარტია „საქართველოსთვის“ იმ საკონსტიტუციო სარჩელს დაამატა, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ისახავს მიზნად.

მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ყველა არჩევნებში, რაც პოლიტიკური ცვლილებების ერთადერთ მშვიდობიან და დემოკრატიულ გზად მიგვაჩნია.

ჩვენი პარტია რჩება ერთადერთ ოპოზიციურ პარტიად, რომელიც ამჟამად პარლამენტში საქმიანობს.

ჩვენი მიზანში ამოღებით ივანიშვილი ქვეყანაში ერთადერთი ფუნქციური საპარლამენტო ოპოზიციის აკრძალვას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა აქვს, ივანიშვილის რეჟიმმა ვერ აიტანა პარლამენტში თუნდაც ერთი ოპოზიციური პარტიის არსებობა, რადგან კრიტიკული ხმას ვერაფერს უპირისპირებენ.

ეს ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში ავტორიტარული მმართველობის ოფიციალურად დასამყარებლად და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად.

აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ – გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოში დემოკრატიის აღსადგენად და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის დასაცავად“ – წერს გახარია.

“ქართული ოცნება” ასაკრძალი პარტიების სიას კიდევ ერთს ამატებს – “გახარია საქართველოსთვის”.

როგორც ცნობილია, 2025 წლის 31 ოქტომბერს “ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა მოითხოვა :

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“
„კოალიცია ცვლილებისთვის“
„ძლიერი საქართველო – ლელო“
ამის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილში “ქართულმა ოცნებამ” სიას “ფედრალისტები” დაამატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ახალ სარჩელად ითვლება და ამ 9-თვიანი ვადის ათვლა თავიდან იწყება.

გახარიას პარტიის დამატების შემთხვევაში სასამართლოს სამსჯელოდ მიეცემა კიდევ დამატებით 9+2 თვე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მზარდმა ეკონომიკურმა ტენდენციამ მოქალაქეებში მაღალი შემოსავალი გააჩინა, ქონების გადასახადზე მათ გარკვეული წუხილი ჰქონდათ, ეს გადაწყვეტილება გამოძახილია, რომ მათ შევუმსუბუქოთ გადასახადი” – ირაკლი ხელაძე
  • გურამ დადიანიძის საქმის ახალი დეტალები – რა ინფორმაცია ვრცელდება
  • “81 000 გადამხდელს შეეხება ეს შეღავათი – მათ მიერ ბიუჯეტში გადასახდელი თანხა, დაახლოებით, 22 მილიონ ლარს შეადგენდა” – მამუკა ბარათაშვილი ქონების გადასახადზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge