Tuesday, September 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

თბილისში “ტრამპ თაუერის” პრეზენტაციას დონალდ ტრამპის შვილი არ დაესწრება

September 15, 2026
თბილისში “ტრამპ თაუერის” პრეზენტაციას დონალდ ტრამპის შვილი არ დაესწრება

თბილისში “ტრამპ თაუერის” პრეზენტაციას დონალდ ტრამპის შვილი არ დაესწრება – “TV პირველის” ინფორმაციით, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული დეველოპერები ერიკ ტრამპის ჩამოსვლას ელოდებოდნენ, თუმცა ის დღევანდელ ღონისძიებას მხოლოდ დისტანციურად ჩაერთვება.

პრეზეტაცია საღამოს 20:00 საათზეა ჩანიშნული. ბიზნესმენებთან ერთად ღონისძიებაზე იქნებიან მთავრობის წევრებიც.

კორუფციის მკვლევარები და ოპოზიცია ამბობს, რომ ივანიშვილს ამ პროექტით ამერიკასთან ურთიერთობების დალაგების იმედი აქვს, რაც არ გამოუვა.

ამ უსახური და ქალაქისთვის შეუსაბამო დანაშაუალებრივი პროექტის გავლით, შტატებთან და ტრამპთან ურთიერთობის დალაგება არის ძალიან გულუბრყვილო, არასწორი წარმოდგენა. ყველამ კარგად იცის, რომ ერთ-ერთი უკანსაკნელი მწვანე სივრცის განადგურების ხარჯზე შექმნილი მორიგი დეველეპერული გაუგებრობა და ურბანული გენოციდის გაგრძელება “ოცნების” მხრიდან, ხოლო გეოპოლიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით, ვერცერთ შემთხვევაში ეს პროექტი ვერ მოახდეს იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის შედეგად არის შექმნილი, ამ დანაშაულის ადგილის გაკეთილშობილება ვერცერთი მოქმედი თუ ყოფილი პრეზიდენტის სახელის მიწებებით ვერ მოხდება და როგორც ჩანს, ეს კარგად იციან ტრამპის ორგანიზაციაში, საიდანაც აქ არცერთი მათი წარმომადგენლის ვიზიტი არ არის დაგეგმილი მაღალი დონის და ტრამპის ოჯახიდან არავის ჩამოსვლა არ არის დაგეგმილი”, – აცხადებს საბა ბუაძე.

ცნობისთვის, პროექტის დეველოპერებმა Trump Organization-თან შენობის ბრენდინგის შესახებ შეთანხმებას მაისში მოაწერეს ხელი. გარიგება გულისხმობს ტრამპის სახელისა და ბრენდის გამოყენებას, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო პროექტებში, სადაც Trump Organization უშუალოდ მშენებლობას არ ახორციელებს, თუმცა დეველოპერებს საკუთარ სახელზე დაფუძნებული ბრენდის გამოყენების უფლებას აძლევს.

ცათამბჯენის ასაშენებლად საჭირო მიწა დეველოპერებმა 2023 წელს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ კონტროლირებადი ფონდისგან შეიძინეს. საქართველოს კორპორაციული ჩანაწერების მიხედვით, შეთანხმება ფონდისთვის საბოლოოდ 85 მილიონ დოლარამდე თანხის გადახდას ითვალისწინებდა. გადახდა ეტაპობრივად განხორციელდა და გარიგება სრულად ივლისში დასრულდა.

თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, ე.წ. „ტრამპ თაუერის“, შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით ოპოზიცია აცხადებს, რომ პროექტი რეალურად ამერიკული ინვესტიცია არ არის და მას ქართველი დეველოპერების ჯგუფი აფინანსებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რა შეიძლება იმალებოდეს საქართველოსა და სომხეთისკენ მომავალი გაზსადენის „რემონტში“?…” – რას წერს რომან გოცირიძე
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში – რა ვითარებაა ადგილზე
  • ახალ სასწავლო წელს თბილისის 284 სკოლიდან საკუთარ შენობაში 38 საჯარო სკოლა ვერ იწყებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge