გიორგი ყიფშიძემ “თბილისელებთან” საუბრისას ერთ-ერთი ისტორია გაიხსენა. 90-იან წლებში მან სპილოს დენი მოპარა.
“უსამართლობა ხდებოდა 90-იან წლებში-მეთქი, ამაში სპილოც მოვიაზრე. მოკლედ, ჩვენ, ადამიანებს, შუქი არ გვქონდა და ზოოპარკში, სპილოს ვოლიერი გაჩახჩახებული იყო. მე ვიჯექი ბნელ ოთახში და როგორც კი ბნელდებოდა, სპილოს ენთებოდა ნათურა. წავედი, ვიყიდე 200 მეტრი კაბელი, ავძვერი ვოლიერზე, გამოვჭიმე ჩემს აივნამდე და მოვპარე სპილოს დენი. ასე რომ, დავჯექი სპილოს ხაზზე და მთელი თბილისი რომ უკუნეთში იყო, მე დენი სულ მქონდა. მეზობლები შურით სკდებოდნენ, მეხვეწებოდნენ, ჩვენც მოგვეცი ცოტაო” – განაცხადა ყიფშიძემ