სახალხო დამცველის მოსაზრება გამოიხატება იმაში, რომ საკმარისი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს იმისათვის, რომ კონკრეტული პირების მიმართ ადგილი ჰქონდეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას , – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ლაშა ბერიძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის მიერ აღნიშნულ საქმეში „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება, სასამართლომ უნდა გაიზიაროს.
„საქართველოს სახალხო დამცველმა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება ბატონ პაატა მანჯგალაძის საქმესთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოში დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ჩვენ სახალხო დამცველთან წარვადგინეთ აღნიშნული განაჩენი, საქმის მასალები და პირადად ჩემი სააპელაციო საჩივარი.
სახალხო დამცველმა თავიდან შეისწავლა აღნიშნული საქმე ლაშა ბერიძესა და ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით და სააპელაციო სასამართლოში წარადგინა საკუთარი მოსაზრება, როგორც „სასამართლოს მეგობარმა“. ბუნებრივია, აღნიშნული მოსაზრება გაზიარებული და გათვალისწინებული უნდა იქნეს სააპელაციო სასამართლოში. განაგრძეთ კითხვა
