“ხალხო, ხომ აბრალებთ გურის ნარკომანობას, გიჟობას, მკვლელობას და კიდევ, რაც არ ვიცი იმას. ვფიცავ გურის თავს, არავის გაპატიებთ, ვისაც გურიკას გაქრობაში წვლილი გიდევთ. მე დედა ვარ და ეგეთი მინდა როგორიცაა, გინდაც მკვლელი იყოს, გინდაც ხელი, ფეხი არ ჰქონდეს, მე ჩემ გურის ვეძებ და ჩემთვის აზრი არ აქვს როგორია ის. 12 წლის განმავლობაში დამიმალეთ სიმართლე. არ გაპატიებთ. როგორიცაა ისეთი მინდა, რაც არ უნდა თქვათ, რაც არ უნდა დამაბრალოთ, არ გავჩერდები, არა. თუ დამჭირდა, ივანიშვილის კარამდეც მივალ.” – წერს გურიკა დადიანიძის დედა სოციალურ ქსელში.
