ჯუანშერ ბურჭულაძისთვის საპროცესო შეთანხმებაზე ირაკლი კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს.
„ქართული ოცნების“ ლიდერი ამბობს, რომ ყველა სამთავრობო სტრუქტურას აქვს მასთან კომუნიკაცია და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.
რაც შეეხება სამოქალაქო დავას – კობახიძე ამბობს, რომ “ამასთან დაკავშირებითაც ექნება კოორდინაცია“
“ეს არის საპროცესო გარიგებების ბუნება – როდესაც იდება საპროცესო გარიგება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრალი მცირდება. უბრალოდ თანამშრომლობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, საპროცესო გარიგება არის საფუძველი სასჯელის შემსუბუქებისთვის. არა ბრალის გაქარწყლების, ან განეიტრალებისთვის, არამედ სასჯელის შემცირებისთვის, ეს არის საპროცესო გარიგების ბუნება. ზოგადად, ყველა სამთავრობო სტრუქტურას აქვს კოორდინაცია, ჩემთან, რაც შეეხება სამოქალაქო დავას, ამასთან დაკავშირებითაც გვექნება კოორდინაცია, და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც არის სწორი, სამართლებრივად, იმას გავაკეთებთ,” – განაცხადა კობახიძემ.
