Monday, September 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ერთ რამეს ვურჩევ: ნუ ჯახირობენ და ნუ წვალობენ…” – რას წერს რომან გოცირიძე

September 14, 2026
“ქვეყანა დიდ სკანდალში ეხვევა” – რას წერს რომან გოცირიძე?

ერთ რამეს ვურჩევ: ნუ ჯახირობენ და ნუ წვალობენ… – რას წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

“პარლამენტი ქონების გადასახადით დაბეგვრის წესის შეცვლას და არსებული შეღავათიანი ზღვრის გაზრდას აპირებს. კანონში ცვლილებები ოქტომბრის შუა რიცხვებამდე უნდა განხორციელდეს, რათა ადამიანებმა შეძლონ დეკლარაციების ახალი წესით შევსება.
პრობლემის მხოლოდ საშეღავათო ზღვრის საკითხამდე დაყვანა ნიშნავს, რომ კვლავ დარჩება ის სისტემა, რომელიც ხელისუფლების ხელში რეპრესიების განხორციელების ბერკეტად შეიძლება იქცეს.
გარდა საშეღავათო ზღვრის გაზრდისა, აუცილებელია არაერთი სხვა მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაც.
1. საჭიროა ქონების გადასახადის განაკვეთის მნიშვნელოვნად შემცირება.
2005 წელთან შედარებით, საქართველოში უძრავი ქონების ფასი ეროვნულ ვალუტაში, ინფლაციისა და ლარის კურსის გაუფასურების გამო, ათჯერ და უფრო მეტად გაიზარდა. მაგალითად, თუ ბინა 100 ათასი დოლარი, ანუ დაახლოებით 165 ათასი ლარი ღირდა, დღეს მისი ღირებულება მხოლოდ ერთი ფაქტორის-ლარის კურსის ცვლილების-გამო დაახლოებით 260 ათასი ლარი იქნებოდა.
კომერციული უძრავი ქონების ფასი ეროვნულ ვალუტაში 10-15-ჯერ გაიზარდა. მხოლოდ ბოლო ოთხ წელიწადში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უძრავი ქონების ფასმა საშუალოდ 1,5-ჯერ მოიმატა, ზოგიერთ შემთხვევაში კი გაორმაგდა კიდეც.
იგივე შეიძლება ითქვას მიწის ღირებულებაზეც-მისი ფასი დოლარში დაახლოებით ათჯერ, ხოლო ლარში 20-30-ჯერ და უფრო მეტადაც კი გაიზარდა.
როგორც ვხედავთ, ქვეყანაში უძრავი ქონების ფასი გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე შემოსავლები. ამიტომ, თუ ქონების გადასახადის გაანგარიშების საფუძვლად კვლავ შემოსავლები დარჩება, რადიკალურად უნდა შეიცვალოს გადასახადის განაკვეთიც.
2. არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა თავად ქონების შეფასების წესი.
დღეს ადამიანს ფაქტობრივად თავად უწევს საკუთარი უძრავი ქონების ღირებულების შეფასება. შედეგად ვიღებთ სრულიად კურიოზულ ვითარებას: ერთსა და იმავე კორპუსში მცხოვრები ადამიანები ერთი და იმავე ფართობისა და დაახლოებით ერთი და იმავე ღირებულების ბინაზე სხვადასხვა ოდენობის ქონების გადასახადს იხდიან.
ამიტომ აუცილებელია ქონების შეფასების ერთიანი, ობიექტური, გამჭვირვალე და სტანდარტიზებული წესის დანერგვა. უნდა გამოირიცხოს ერთი და იმავე ტიპის ქონებაზე გადასახადის თვითნებური და ერთმანეთისგან განსხვავებული დათვლა.
ამასთანავე, სათანადოდ უნდა იყოს დაცული სოციალურად მოწყვლადი ოჯახების ინტერესებიც.
3. უდიდესი პრობლემაა ემიგრანტების დაბეგვრა.
საკითხი, ერთი მხრივ, ეხება უცხოეთის რეზიდენტი ჩვენი მოქალაქეების საქართველოში არსებული ქონების დაბეგვრას მაშინ, როდესაც მათი შემოსავლის წყარო უცხოეთში გამომუშავებული თანხებია, ხოლო, მეორე მხრივ, უცხოეთიდან გადმორიცხული თანხების შემოსავლებში აღრიცხვის საკითხს, როდესაც ფულს ოჯახის წევრების გარდა სხვა პირებიც აგზავნიან.
დღეს მოქმედი კანონით ოჯახის წევრის ცნება უკიდურესად დავიწროებულია.
და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი.
ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება გაზრდილი ფასებისა და გაზრდილი შემოსავლების გამო წარმოექმნა, თუმცა ბევრმა ამის შესახებ არც კი იცის.
სწორედ ამიტომ ხელისუფლება წლების განმავლობაში ვერ ბედავდა ამ საკითხის დაძვრას, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოწესრიგება თავად „ქართული ოცნების“ ახლად აღმოცენებული მდიდარი კლასისა და ამომრჩევლების ინტერესებშიც შედიოდა.
არ უხარიათ „ოცნების“ ჩინოვნიკობას და პოლიტიკურ თუ ბიზნესელიტას კანონის დარღვევა. მარტო ის ამბავი რად ღირს, როცა ერთ სადარბაზოში მცხოვრები ხელისუფლების წარმომადგენლები ერთნაირ ქონებაზე განსხვავებული ოდენობის გადასახადს იხდიდნენ. ქონების „საბაზრო“ ფასს ხომ თავადვე ადგენენ.
სხვა საკითხია, როცა ზოგიერთი პირის ქონება ჩვენი მასშტაბისთვის ასტრონომიულ ღირებულებას აღწევს. როდესაც ოფიციალურად დეკლარირებული მოძრავი ქონების-საათების ან ჩანთების ღირებულება, ან ბანკის სეიფში (და არა დეპოზიტზე) შენახული დეკლარირებული ფულის ოდენობა ასეულ ათას ლარს აღწევს, ადვილი მისახვედრია, უძრავი ქონების სახით თუ რა სიმდიდრის მფლობელია ასეთი პირი.
ამიტომაც თვალს ხუჭავდნენ სხვების-ასეულ ათასობით ადამიანის დაჯარიმებაზე, რომლებიც ან არასწორად, ან საერთოდ არ იხდიდნენ ქონების გადასახადს, რადგან ეს ყველაფერი ბუმერანგივით უკან შემოუბრუნდებოდათ.
ახლა კი თავად ხელისუფლება იძულებულია, ეს სისტემა შეცვალოს. თანაც ისე გააფორმოს ეს ცვლილებები, რომ ხალხის გული მოიგოს და პოლიტიკური დივიდენდებიც ჩაიწეროს.
ჯანდაბას, დაიწერონ, ოღონდ საქმე გააკეთონ.
ერთ რამეს ვურჩევ: ნუ ჯახირობენ და ნუ წვალობენ. მანდ, პარლამენტში, თაროზე დევს ჩემი კანონპროექტი, რომელიც მაშინ ჩააგდეს. ჩამოიღონ და მიიღონ-ყველა კმაყოფილი დარჩება, ხალხიც და თავად ისინიც.” – წერს რომან გოცირიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა – „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
  • “ჯუანშერ ბურჭულაძეს განესაზღვრა ხუთი წლის თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სამ წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის” – რას ამბობს პროკურორი
  • “საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ” – ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge