სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას თამაზ ბორაშვილი დაიკავებს.
ბორაშვილის კანდიდატურა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე დაასახელა.
პროცედურის მიხედვით, კობახიძის წარდგინებით, სუს-ის ხელმძღვანელის კანდიდატურას ამტკიცებს პარლამენტი.
თამაზ ბორაშვილი ამ დროისთვის სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებს, მანამდ კი, ამავე უწყებაში სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.
გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დღეს დატოვა და განაცხადა, რომ სხვა უწყებაში გააგრძელებს საქმიანობას
