Monday, September 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ეს არის მამუკა მდინარაძის სახლში გაშვების გაგრძელება – დაველოდოთ, ვინ იქნება შემდეგი”- რას ამბობს გიგა ფარულავა სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომაზე

September 14, 2026
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტს აინიცირებს

ეს არის მდინარაძის სახლში გაშვების გაგრძელება, რომელსაც შეიძლება, სხვადასხვა თანამდებობის პირები მიყვნენ – დაველოდოთ, ვინ იქნება შემდეგი, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც გელა გელაძის მიერ სუს-ის ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგომას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოა, როდესაც ხელისუფლებას არ აქვს ერთიანი სტრატეგია და სუს-ის უფროსი ყოველ 6-7 თვეში იცვლება.

„ოცნების“ პირობებში, არც ერთს – როგორც მაღალი თანამდებობის პირს, ისევე, იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ საპასუხისმგებლო თანამდებობა, არავის აქვს იმის გარანტია, რომ კონკრეტულ თანამდებობას გარკვეული ვადით შეინარჩუნებს. დღეს იქნება თუ ხვალ დილით, ამ კონკრეტულ ადამიანებს შეიძლება თანამდებობების დატოვება მოუწიოთ – არა საკუთარი გადაწყვეტილებით, არამედ სხვა ადამიანის გადაწყვეტილებით. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის მდინარაძის სახლში გაშვების გაგრძელება, რომელსაც შეიძლება, სხვადასხვა თანამდებობის პირები მიყვნენ. დაველოდოთ, ვინ იქნება შემდეგი.

რა თქმა უნდა, ძალიან ნეგატიურად მოქმედებს, ზოგადად, ქვეყნის ინტერესზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე, როდესაც სახელმწიფოს, პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ამდენი წელია ხელისუფლებას მართავს, არ აქვს ერთიანი ხედვა, ერთიანი სტრატეგია და ყოველ 6-7 თვეში იცვლება სახელმწიფო უწყების სამსახურის უფროსი. რა თქმა უნდა, ეს საზიანოა როგორც უშუალოდ ამ კონკრეტული ინსტიტუტისთვის, ისე სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისთვის,” – განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც გელაძე აღნიშნავს, საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს.

„პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს,” – წერს გელაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მსოფლიოში ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა 107 დოლარს გადააჭარბა
  • “დღეს სააღმზრდელო პროცესი 40 მუნიციპალური ბაღიდან 9-ში ვერ განახლდა…” – რას ამბობს ვაჟა დარჩია
  • მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge