მცხეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. ინფორმაცია მთავარს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. მთავარის ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.
