ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მომხდარი სიახლიანი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ირკვევა, რომ დაჭრილია 24 წლის მათე ბერიშვილი, მას რამდენიმე ჭრილობა გულ-მკერდის არეში აღენიშნება.
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კაცი კი დროებით ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები პირია. როგორც წყარო გვიდასტურებს, ეს უკანასკნელი პოლიციას ამ ეტაპზე დაკავებული არ ჰყავს.
ადგილოვრივები ამბობენ, რომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, როცა ბერიშვილთან სიტყვიერი დაპირისპირბა მოუვიდა, კონფლიქტი მალევა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და 24 წლის ახალგაზრდა კაცის დაჭრით დასრულდა.
ბერიშვილს სასწრაფო ქირურგიული დახმარება გუშინვე აღმოუჩინეს. ბოლო ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, სამართალდამცავების მიერ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
