“ქართული სპორტის ქომაგები” გარდაცვლილი წევრის, ნათია კვინტრაძის შესახებ სამძიმრის წერილს აქვეყნებს. არსებული ინფორმაციით, ნათია კვინტრაძე ავარიაში, მცხეთისკენ მიმავალ გზაზე დაიღუპა.
“ყველაზე მძიმე დღე დაგვიდგა… ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, დავკარგეთ ჩვენთვის უძვირფასესი და უსაყვარლესი ადამიანი.
სიტყვები ვერ გამოხატავს ჩვენ მწუხარებას. უამრავი მოგონება, სითბო და სიყვარული დაგვიტოვა გულში და თვითონ გაგვიფრინდა.
ძალიან, ძალიან გვიყვარხარ ჩვენო ლამაზო გოგო, ნათია კვინტრაძე” – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
