Sunday, September 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ბარამიძემ ქართულ ჯარს და სახელმწიფოს უმძიმესი დანაშაული დააბრალა. მან სამარცხვინოდ და ამორალურად შეაფასა ქართული ჯარის საქციელი” – დავით მათიკაშვილი

September 13, 2026
“გულისწყრომა, რაც ხაბეიშვილს აქვს, გასაგებია, ის არის იმ დავალებების მსხვერპლი, რაც რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარეობდა” – დავით მათიკაშვილი

განცხადება, რომელიც მოვისმინეთ, პირდაპირი მნიშვნელობით სამშობლოს ღალატისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს – ეს არ არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები – ამ შინაარსში დევს უმძიმესი ბრალდება და მიზანი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციები საკუთარ საქმიანობაში შეფერხდნენ – ჯერი ახლა სამართალდამცავ ორგანოებზეა! , – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის დაკავებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ბარამიძემ ქართულ ჯარს და სახელმწიფოს უმძიმესი დანაშაული დააბრალა.

„ბარამიძის ამ უმძიმეს და სამარცხვინო განცხადებას, როგორც მორალური, ასევე, სამართლებრივი მხარე გააჩნია. მორალური თვალსაზრისით, ბარამიძემ ქართულ ჯარს და სახელმწიფოს უმძიმესი დანაშაული დააბრალა. მან სამარცხვინოდ და ამორალურად შეაფასა ქართული ჯარის საქციელი, თითქოს, აყვანილ ტყვეებს ხვრეტდა. ბუნებრივია, რომ ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად ქართულ სახელმწიფოს და სამხედრო ძალებს. ეს ყველაფერი მითუმეტეს უმძიმესი მოსასმენია ყოფილი თავდაცვის მინისტრისგან, თუმცა ეს განცხადება არ არის მხოლოდ მორალური ტვირთით დამძიმებული, არამედ მას სამართლებრივი მხარეც გააჩნია. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, ის ძალები, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ დავალებას აძლევენ, შეშფოთებული არიან იმ სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით აწარმოებს. ამიტომ გვარამია, სააკაშვილი, ბარამიძე აკეთებენ განცხადებებს, რომ ხელი შეეშალოს და შეფერხდეს ეს პროცესი. განცხადება, რომელიც მოვისმინეთ პირდაპირი მნიშვნელობით სამშობლოს ღალატისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. სწორედ ასეთად შეაფასა პროკურატურამ, როცა ბრალი წაუყენა ბარამიძეს. ცხადია, რომ ეს არ არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები – ამ შინაარსში დევს უმძიმესი ბრალდება და მიზანი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციები საკუთარ საქმიანობაში შეფერხდნენ. სწორედ ამიტომ მოხდა იმ სამართლებრივი პროცესის წარმოება ბარამიძის მიმართ, რაც საზოგადოებამ იხილა. ჯერი ახლა, ბუნებრივია, არის სამართალდამცავ ორგანოებზე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ კი, რომ “1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ”.

პროკურატურის ინფორმაციით, მისმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება. ამავდროულად, გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის განხორციელებას და მის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით შექმნილი მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას.

აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არ გრცხვენიათ, რა არ გახადეთ ბავშვი, მიმაყოლეთ მეც ბარემ…” – გურიკა დადიანიძის დედა ემოციურ მიმართვას ავრცელებს
  • “მამუკა მდინარაძე შიდა პატიმრობაშია…” – რას აცხადებს ლაშა ფარულავა
  • „გადაწყვეტილება, რომელმაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა” – თეოფილე მალაქიას სტუდენტი დუმილს არღვევს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge