Sunday, September 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო …” – რას ამბობს სიმონ ჯანაშია

September 13, 2026
“დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო …” – რას ამბობს სიმონ ჯანაშია

სახელმძღვანელოები შეცვალეს პირველ, მეშვიდე და მეცხრე კლასებში, მაგრამ ისინი მასწავლებლებს ჯერ ნანახი არ აქვთ. მხოლოდ გუშინ, 12 სექტემბერს დადეს სახელმძღვანელოები ონლაინ და ისიც მხოლოდ მათი პირველი ნაწილი. აი, ვინც ასე გეგმავს და ახორციელებს “რეფორმას”, წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს მასწავლებლობა, რას ნიშნავს რესურსების შერჩევა, სახელმძღვანელოების გამოყენება და ასე შემდეგ , – ამის შესახებ “თავისუფლების მოედნის” ერთ-ერთი ლიდერი, სიმონ ჯანაშია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

ის განათლების რეფორმას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა“.

„სკოლებში სწავლა იწყება 15 სექტემბერს. სახელმძღვანელოები შეცვალეს პირველ, მეშვიდე და მეცხრე კლასებში, მაგრამ ისინი მასწავლებლებს ჯერ ნანახი არ აქვთ. მხოლოდ გუშინ, 12 სექტემბერს დადეს სახელმძღვანელოები ონლაინ და ისიც მხოლოდ მათი პირველი ნაწილი. აი, ვინც ასე გეგმავს და ახორციელებს “რეფორმას”, წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს მასწავლებლობა, რას ნიშნავს რესურსების შერჩევა, სახელმძღვანელოების გამოყენება და ა.შ. სამარცხვინოა ტყუილი, რომ თურმე ნაწილ-ნაწილ იმიტომ კი არ აქვეყნებენ, რომ ეს პროცესი ასე დაგვიანებულია, არამედ თურმე მოსწავლეებს რომ ჩანთები შეუმსუბუქონ, აი ამიტომ. ცალკე საკითხია ის, რომ აწი ამ კლასებში აღარ იარსებებს ალტერნატიული სახელმძღვანელოები, აღარ ეკითხებიან არაფერს გამომცემლობებს, არავინ იცის როგორ შეირჩნენ სახელმძღვანელოების ავტორები… თუმცა როგორ არ ვიცით, ისტორიის სახელმძღვანელოების მთავარი ავტორები გიორგი სოსიაშვილი, „ოცნების“ დეპუტატი, გიორგი კალანდია – ოცნების პროპაგანდისტი, თსუ-ს რექტორი და პროფესორები არიან, რომლებიც „ოცნების“ პოლიტიკაზე არაფერს საჯაროდ კრიტიკულად არ ამბობენ, არადა განათლების მიმართულება დაუხურა „ოცნებამ“ თსუ-ს, რომელიც ჯერ კიდევ დიმიტრი უზნაძის პერიოდიდან ფუნქციონირებს. ასე უცებ დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა. ეს ის დროა, როდესაც მასწავლებელსაც რეალურად არც არაფრად აგდებენ, როცა უნდათ მაშინ აძლევენ სახელმძღვანელოებს და თან სადღეგრძელოებით ელაპარაკებიან მათ გმირობასა და პატრიოტიზმზე“ ,- წერს სიმონ ჯანაშია სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არ გრცხვენიათ, რა არ გახადეთ ბავშვი, მიმაყოლეთ მეც ბარემ…” – გურიკა დადიანიძის დედა ემოციურ მიმართვას ავრცელებს
  • “მამუკა მდინარაძე შიდა პატიმრობაშია…” – რას აცხადებს ლაშა ფარულავა
  • „გადაწყვეტილება, რომელმაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა” – თეოფილე მალაქიას სტუდენტი დუმილს არღვევს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge