ბათუმი-ქობულეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. ავარიის შედეგად, ასევე, დაშავდა ერთი ადამიანი.
როგორც “რუსთავი 2-ს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
