ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მარატ კამბოლოვი საქართველოსთან საზღვრის გახსნის საკითხს ეხმიანება.
“გვეკითხებოდნენ ჩვენი რესპუბლიკის გავლით ტრანზიტისთვის საქართველოსთან საზღვრის გახსნის შესახებ.
პირდაპირ გეტყვით: სამხრეთ ოსეთი ამისთვის ჯერ მზად არ არის, არც მორალურად და არც აუცილებელი ნორმატიული ბაზის თვალსაზრისით. ჩვენი ხალხისთვის უსაფრთხოების საკითხი გადატანილ ომსა და დანაკარგებთან არის დაკავშირებული.
აქ ნებისმიერი გადაწყვეტილება საიმედო გარანტიებს მოითხოვს. ეკონომიკური სარგებელი არ შეიძლება იყოს ადამიანების უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი.” – აცხადებს კამბოლოვი.
