Saturday, September 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ფარცხალაძის დანაშაულებრივი ჯგუფის მხირდან სავარაუდო შანტაჟი და მუქარა – რაზე საუბრობენ ადვოკატი და დაზარლებულები

September 12, 2026
“ვისაუბრებ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ხელმძღვანელობით” –  ტარიელ კაკაბაძე

ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ყოფილი გენ-პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის დანაშაულებრივი ჯგუფის, სავარაუდო, რეკეტზე ისაუბრა.

უფლებადამცველის თქმით, მსჯავრდებულმა და ძებნილმა დავით მიქაძემ გივი ჯიბლაძეზე თავდასხმა სამშენებლო ობიექტზე მისი კუთვნილი წილის მითვისების მოტივით დააორგანიზა და ამაში გიორგი ფოფხაძე და შაკო ლიპარტელიანი დაიხმარა.

ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს ასევე, სავარაუდოდ, ჟურნალისტ ელისო კილაძის სახლში მომხდარი ანგარისწორების შესახებაც უამბო, სადაც ირაკლი სეხნიაშვილი და გელა ხვედელიძე ფიგურირებენ. უფლებადამცველის ცნობით, მათ იარაღის მუქარით თემურ კენკებაშვილსა და თორნიკე დიხამინჯიას დიდძალი თანხა გამოსძალეს.

დაზარალებულებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “ფარცხალაძე-მიქაძის დანაშაულებრივ” სქემებზე ისაუბრეს. ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, მუქარა დღემდე გრძელდება.

იხილეთ ჩანაწერები:

ფარცხალაძის დანაშაულებრივი ჯგუფის მხირდან სავარაუდო შანტაჟი და მუქარა - რაზე საუბრობენ ადვოკატი და დაზარლებულები

ფარცხალაძის დანაშაულებრივი ჯგუფის მხირდან სავარაუდო შანტაჟი და მუქარა - რაზე საუბრობენ ადვოკატი და დაზარლებულები

“ვისაუბრებ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფზე (ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ხელმძღვანელობით), რომლის მასშტაბებიც აჭარბებს როგორც ნაციონალური მოძრაობის, ისე 90-იანების პერიოდში არსებული მსგავსი ჯგუფების საქმიანობას, რადგან მისი წევრები სავარაუდოდ იყვნენ არა რიგითი კრიმინალები, არამედ ყოფილი და მოქმედი უმაღლესი თანამდებობის პირები, რომლებმაც ერთ დანაშაულებრივ სტრუქტურაში გააერთიანეს ქუჩის მაფიოზური რეკეტის პოლიციური სახელმწიფოს კორუმპირებული სტრუქტურებისა და არასასურველ პირთა ლიკვიდაციის სისტემური მიდგომა.

მათი საქმიანობის მასშტაბურობის სრულყოფილად შეფასება ბოლომდე ვერ ხერხდება, მაგრამ ქვემოთ მოყვანილი ფაქტები საშუალებას მოგვცემს, ზოგადი წარმოდგენა ვიქონიოთ იმ მასშტაბზე, რაზეც ეს სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აყვანილი კრიმინალური დაჯგუფება იყო გასული.

ყველა ეს ფაქტი საჭიროებს ობიექტურ, სამართლიან გამოძიებასა და შეფასებას.ქვემოთ მოყვანილი დანაშაულებრივი ქმედებები ჩამოთვლილია სამ ძირითად ნაწილად, თითოეულ მათგანში არის მოყვანილი არაერთი სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედება.

დავით მიქაძემ გიორგი ფოფხაძის (პელე) და შაკო ლიპარტელიანის მეშვეობით სავარაუდოდ დააორგანიზა თავდასხმა გივი ჯიბლაძეზე, სამშენებლო ობიექტზე მისი კუთვნილი წილის მითვისების მოტივით. გიორგი ფოფხაძე, როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, არის ოთარ ფარცხალაძის ბავშვობის მეგობარი, მათ აკავშირებთ ნათლია-მირონობა.

ამ შემთხვევაშიც დავით მიქაძემ სავარაუდოდ გამოიყენა ნიკა მერაბიშვილი და გიორგი შელია გივი ჯიბლაძის წინააღმდეგ, კერძოდ, გიორგი შელიას ფინანსური პოლიციისთვის მიაცემინეს ჩვენება, რომ თითქოს გივი ჯიბლაძეს არ ქონდა გადახდილი თანხა შპს “დიდგორის “კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ და ჯიბლაძემ მიითვისა შპს “როილენდის” თანხები.

დღეის მდგომარეობით, შპს „დიდგორის“ მესაკუთრე ცალსახად ადასტურებს გივი ჯიბლაძის მიერ მიწის საფასურის თანხის გადახდას და ასევე ამ მიწაზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების ფაქტს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული ადასტურებს, რეალურად დავით მიქაძის, ნიკა მერაბიშვილის და გიორგი შელიას მხრიდან გივი ჯიბლაძისა და შპს როილენდის საკუთრებაში არსებული თანხების სავარაუდო მითვისების ფაქტს. მათ გივი ჯიბლაძეს სავარაუდოდ მოტყუებით ჩაადებინეს თანხები რივერსაიდ დიღომის ასაშენებლად და ეს ქონებრივი სიკეთე სავარაუდოდ გამოიყენეს სათავისოდ.

აღსანიშნავია, რომ გიორგი შელია არის დათა ახალაიას და „მასტერას“ დროინდელი კუდის საგამოძიებო სამსახურის უფროსის, ლევან შელიას შვილი”

ფარცხალაძის დანაშაულებრივი ჯგუფის მხირდან სავარაუდო შანტაჟი და მუქარა - რაზე საუბრობენ ადვოკატი და დაზარლებულები

ტარიელ კაკაბაძემ დღეს ჟურნალისტებს ასევე სავარაუდოდ ჟურნალისტ ელისო კილაძის სახლში მომხდარი ანგარისწორების შესახებაც უამბო, სადაც ირაკლი სეხნიაშვილი და გელა ხვედელიძე ფიგურირებენ. უფლებადამცველის მტკიცებით, ეს უკანასკნელებმა იარაღის მუქარით თემურ კენკებაშვილსა და თორნიკე დიხამინჯიას დიდძალი თანხა გამოსძალეს.

გადათამაშება:

1.4. თემურ კენკებაშვილსა და თორნიკე დიხამინჯიას მიმართ განხორციელებული ძალადობა და გამოძალვა. დანაშაულში სავარაუდოდ მონაწილე პირები: ელისო კილაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, გელა ხვედელიძე.

2024 წლის 22 სექტემბერს ელისო კილაძის, სავარაუდო, ორგანიზებით მოხდა თემურ კენკებაშვილის და თორნიკე დიხამინჯიას მიმართ ძალადობა და გამოძალვა.

ელისო კილაძემ კენკებაშვილი და დიხამინჯია მოტყუებით მიიყვანა მის საცხოვრებელ სახლში სადაც მათ დახვდნენ ელისო კილაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და გელა ხვედელიძე. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით ირაკლი სეხნიაშვილმა თემურ კენკებაშვილს გამოსძალა 20 000 აშშ დოლარი ქეშად და თიბისი ბანკის ანგარიშიდან გადაირიცხა 12 000 ლარი, მძღოლის- დავით უმფრიანის ანგარიშზე. თემურ კენკებაშვილს ჯამურად სძალავდნენ 480 000 აშშ დოლარს. ეს ე.წ. რაზბორკა 22 სექტემბერს 22:00 საათი და ნ 00:00 საათამდე გაგრძელდა. (ამის და და სტურება შეიძლება სატელეფონო ანძების ადგილმდებარეობის დადგენით და სხვადასხვა მტკიცებულებებით).

ამის შემდეგ ირაკლი სეხნიაშვილი თ.კენკებაშვილს პერიოდულად უგზავნიდა “ვოთსაფის” მეშვეობით ხმოვან შეტყობინებებს. ამ შეტყობინებებში ის ითხოვდა “ელისოსთან თანხის გასწორებას”, ასევე ადგილი ჰქონდა ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარას. ამ მუქარების გამო თემურ კენკებაშვილი და თორნიკე დიხამინჯია 2024 წლის სექტემბრი და ნ თებერვლამდე არ გადიოდნენ საცხოვრებელი სახლი და ნ, საბოლოოდ კი მათ 2025 წლის 15 თებერვალს დატოვეს ქვეყანა და დაბრუნდნენ 2026 წლის აპრილში. თემურ კენკებაშვილს აქვს ამ ამბის დამა და სტურებელი მტკიცებულებები და ხმოვანი შეტყობინებები. შეტყობინებათა შინაარსი ცალსახად აჩვენებს იმ ძალადობრივ ქმედებებს, რომლებშიც ჩარ თუ ლნი იყვნენ ელისო კილაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და სხვა პირები.

გივი ჯიბლაძის მიმართ თავდასხმის ორგანიზება. დანაშაულში მონაწილე სავარაუდო პირები: ელისო კილაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი.

თემურ კენკებაშვილი აგრეთვე არის მოწმე, თუ როგორ დააორგანიზა ელისო კილაძემ დავით მიქაძესთან და ირაკლი სეხნიაშვილთან შეთანხმებით თავდასხმა გივი ჯიბლაძეზე. ელისო კილაძეს ჩაწერილი ჰყავდა გივი ჯიბლაძე, სადაც ჯიბლაძე გიორგი ფოფხაძეს (პელე) და შაკო ლიპარტელიანს მოიხსენიებდა ცუდად.

გივი ჯიბლაძე იყო დამფინანსებელი ლისი ტრიოს სამშენებლო პროექტის, სადაც მეწილეები იყვნენ გიორგი ფოფხაძე და შაკო ლიპარტელიანი. დავით მიქაძეს სავარაუდოდ განზრახული ჰქონდა რომ ჯიბლაძისთვის ეს წილი წაერთმია. ეს ჩანაწერი ელისო კილაძემ დავით მიქაძესთან სატელეფონო საუბრით შეთანხმებით მოასმენინა პელეს და შაკო ლიპარტელიანს. თემურ კენკებაშვილი ესწრებოდა გიორგი ფოფხაძისა და კილაძის შეხვედრას.

ამ შეხვედრის მეორე დღეს გივი ჯიბლაძე პელემ მიიყვანა ნუცუბიძის პლატოზე, თითქოს ის უნდა შეეხვედრებინა მისი სიძისთვის – მიხეილ ახვლედიანისთვის (რომელიც იმჟამად იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე) და მასზე მოხდა თავ და სხმა. თავ და სხმის შემდეგ ელისო კილაძემ გივი ჯიბლაძეს გამოართვა მობილური ტელეფონები და გადასცა დავით მიქაძეს. აღნიშნული თავდასხმა მაშინ ჩაიფარცხა, არ ჩატარდა ნორმალური გამოძიება და არ დაიდო არანაირი შედეგი” – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ფარცხალაძის დანაშაულებრივი ჯგუფის მხირდან სავარაუდო შანტაჟი და მუქარა - რაზე საუბრობენ ადვოკატი და დაზარლებულები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბრალდებული ექიმი მაია კოხტაშვილი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა
  • ფარცხალაძის დანაშაულებრივი ჯგუფის მხირდან სავარაუდო შანტაჟი და მუქარა – რაზე საუბრობენ ადვოკატი და დაზარლებულები
  • გიორგი ბარამიძეს პატიმრობა შეეფარდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge