მარნეულში ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა – Aktual.ge-ის ინფორმაციით, შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე შუადღეს, დახლოებით 15:00 საათზე მოხდა.
არასრულწლოვანი „ავერსის“ კლინიკაშია გადაყვანილი.
Aktual.ge-ის ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად კრიტიკულია.
