ჭორვილელმა დესპოტმა, ქართველების გარდა, ახლა ჩემს საყვარელ ქვეყანას, სადაც პირველი სამსახური მქონდა 1991-1992 წლებში, ნორვეგიასაც დასცინა… – რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
“#იგრძენი განსხვავება
ჩემი პრეზიდენტობის დროს, ერთადერთხელ ვიყავი ევროპაში სამეფო ოჯახის წარმომადგენლის დაკრძალვაზე და ეს იყო ჰაბსბურგები სახელოვანი დინასტიის მთავარი მემკვიდრის, ოტო ფონ ჰაბსბურგის გასვენება.
ოტო ევროპაში ძალიან ცნობილი მოღვაწე იყო, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გამაფრთხილა ერთი წლით ადრე, რუსების გარდაუვალ თავდასხმაზე. ხოლო როცა ომი დაიწყო ის ჯოხით გამოვიდა (ასაკში იყო და გადაადგილება უჭირდა) მიუნხენის ქუჩებში და რამდენიმე დღე არიგებდა თავისივე დაბეჭდილ ბუკლეტებს, საქართველოს მხარდასაჭერად. მე და ის ვმეგობრობდით და ჩემთვის უამრავი საინტერესო ისტორია აქვს მოყოლილი.
მისმა ქალიშვილმა, ცნობილმა მოქანდაკემ გაბრიელა ფონ ჰაბსბურგმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და საქართველოს ელჩი იყო გერმანიაში, სადაც მისი ცნობადობა და წარმომავლობა ყველა კარს უღებდა და ძალიან დაეხმარა საქართველოს. ქოცებმა რა თქმა უნდა მოხსნეს და ახლა მათი ელჩია ქურდბაცაცა იზორია.
ხოდა ახლა მინდა გკითხოთ, რა კავშირი აქვს ივანიშვილის ზებრას, რომელიც ჩლიქით აწერს ხელს კანონებს, სკოლა დაუმთავრებელ ფეხბურთელს, რომელსაც რატომღაც პატრონმა პრეზიდენტი შეარქვა, ნორვეგიის გარდაცვლილ მეფე ჰარალდთან, რომლის გასვენებაშიც გაქუსლა?
ჭორვილელმა დესპოტმა, ქართველების გარდა, ახლა ჩემს საყვარელ ქვეყანას, სადაც პირველი სამსახური მქონდა 1991-1992 წლებში, ნორვეგიასაც დასცინა.
აბა ქართველებო, იგრძენით განსხვავება!” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი.
