Friday, September 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“პარტიები, რომლებიც სარჩელშია, ანტიკონსტიტუციურები არიან, დარწმუნებული ვართ, შევძლებთ, საკონსტიტუციო სასამართლო არგუმენტების სისწორეში დავარწმუნოთ”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

September 11, 2026
“არავის საქმე არ არის საქართველოს სუბიექტი რა საკითხზე მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს…” – რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

პარტია თუ ანტიკონსტიტუციურია, არაფერი ესაქმება პოლიტიკურ სივრცეში. ამას ჩვენი კონსტიტუციაც ითვალისწინებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს 9-თვიანი ვადა აქვს, რათა სარჩელს გაეცნოს და მოემზადოს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის განხილვის თავისი ვადები აქვს. ველოდებით, რომ სასამართლომ შესაბამისი პროცესები ვადებში ჩანიშნოს. პრეცედენტული საქმეა და გასაგებია, რომ სასამართლოს თავისი დრო სჭირდება, რათა სარჩელს გაეცნოს და მოემზადოს. კანონმდებლობით, ცხრათვიანი ვადაა განსაზღვრული. ჩვენი სარჩელი დასაბუთებულია. პარტიები, რომლებიც ამ სარჩელშია, ანტიკონსტიტუციურები არიან. დარწმუნებული ვართ, შევძლებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ არგუმენტების სისწორეში დავარწმუნოთ. რაც შეეხება სარჩელის შინაარსს, რაიმე ეჭვი შეიძლება არსებობდეს, რომ ეს პარტიები არაკონსტიტუციურია? გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს, რათა აკრძალოს AfD („ალტერნატივა გერმანიისთვის“). ამ პარტიამ ერთ-ერთ მიწაზე გაიმარჯვა და დღეს გერმანიაში მხარდამჭერების რაოდენობით პირველ ადგილზეა. სწორედ ამ პარტიის აკრძალვაზეა საუბარი ისე, რომ თავად პარტიას არაფერი ჩაუდენია, ხელისუფლებაში არასოდეს ყოფილა. მხოლოდ იმის გამო უნდათ აკრძალვა, რომ შეიძლება რაღაც დააშავოს და ვიღაც-ვიღაცების განცხადებები არ მოგვწონსო.

ჩვენს შემთხვევაში საუბარია იმ პარტიებზე, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ. ამ ადამიანებმა ქვეყანაში წამების სისტემა შექმნეს, ტერიტორიები უბრძოლველად დატოვეს და რეკეტი შექმნეს. სააკაშვილიც და გვარამიაც ერთი და იგივე სახეებია. უკრაინაში ოც პარტიაზე მეტი გააუქმეს, სამი პარტია – მოლდოვაში. როცა კრიტიკოსების ხმები გვესმის, მათ შორის ბრიუსელიდან, რომ პარტიის გაუქმება როგორ შეიძლებაო, ძალიან კარგადაც შეიძლება. თუ პარტია ანტიკონსტიტუციურია, არაფერი ესაქმება პოლიტიკურ სივრცეში. ამას ჩვენი კონსტიტუციაც ითვალისწინებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დაველოდოთ, ან თვითონ განიკურნება და დატოვებს პოლიტიკურ ცხოვრებას, ან იმედია, ხალხი მიხვდება…”- რას ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი ნიკა გვარამიაზე
  • პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
  • სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის საშუალებით სტუდენტის აქტიური სტატუსი დაადასტურონ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge