მირიან… არ ვიცი რა ვთქვა….ძალიან მაგრად მიყვარხარ…..გფარავდეს მფარველი ანგელოზი…..მჯერა რომ სულ ჩვენთან იქნები…ადიოს, – ასე ემშვიდობება ცხვარიჭამიაში მოკლულ 20 წლის ბიჭს, მირიან კუკავას თავისი მეგობარი, ლინდა შარაძა სოციალურ ქსელში.
“ტვ პირველის” ცნობით, 20 წლის ბიჭს დანა გულის არეში ჩაარტყეს. ტრაგედია ცხვარიჭამიაში იმ დროს დატრიალდა, როდესაც ახალგაზრდები დაბადების დღეს ნაქირავებ სახლში აღნიშნავდნენ. სავარაუდოდ სწორედ სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი, რომელიც უმძიმესი ტრაგედიით დასრულდა.
მირიან კუკავა მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. ის ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის, შვილია.
სავარაუდო მკვლელი გაქცეულია. მას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.
ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობაზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.