კრის ჯენერის “სტალკერი” დააკავეს – რა ხდება ცნობილი 25 წლის მამაკაცზე, რომელიც ქალის ადევნებაშია ბრალდებული?
კრის ჯენერის ადევნებაში ბრალდებული 25 წლის მამაკაცი დააკავეს. ზენვილიამ ბრონზ რობსონი, სავარაუდოდ, 7 სექტემბერს ლოს-ანჯელესში კრის ჯენერის სახლთან მივიდა და რეალითი შოუს ვარსკვლავთან დაკავშირებას ცდილობდა. დაცვის თანამშრომლებმა ის ადგილზე დააკავეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო.
რობსონს ბრალი უკანონო შეღწევაში წაუყენეს. სასამართლოს ჩანაწერების მიხედვით, მამაკაცმა თავი უდანაშაულოდ ცნო. მისი სასამართლო პროცესი სექტემბრის ბოლოს არის დაგეგმილი.
როგორც ირკვევა, მას სამართლებრივი პრობლემები წარსულშიც ჰქონდა. 2025 წელს ის ჰავაიზე მას შემდეგ დააკავეს, რაც ფეიერვერკი საცხოვრებელი სახლის ეზოში ააფეთქა. კაუაის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ანთებს რობსონი ფეიერვერკს ერთ-ერთი სახლის წინ.
რობსონის დაკავებიდან რამდენიმე დღეში სახლის მეპატრონეებმა, ცოლ-ქმარმა, მის წინააღმდეგ დროებითი შემაკავებელი ორდერის მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს. სასამართლომ მეპატრონეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და მას წყვილთან დაკავშირება, მათ სახლსა და სამსახურში მისვლა აუკრძალა.
მედიის ინფორმაციით, რობსონს წარსულშიც ჰქონდა სამართლებრივი პრობლემები. მის წინააღმდეგ სულ მცირე ორი საქმეა აღძრული უკანონო შეღწევის ბრალდებით, ერთ-ერთ შემთხვევაში კი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასაც ედავებოდნენ.
