საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაცია შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც სასკოლო განათლების სისტემაში ე.წ. “ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის” დანერგვას ითვალისწინებს – როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება საფრთხეებს მოუტანს განათლების სისტემასა და საზოგადოებას, კერძოდ, შეზღუდავს აკადემიურ და ინტელექტუალურ მრავალფეროვნებას, აგრეთვე მასწავლებლის პროფესიულ ავტონომიას, შეამცირებს კონკურენციასა და ხარისხს, შექმნის ცენტრალიზაციისა და გამჭვირვალობის რისკებს, ეკონომიკურ გავლენას მოახდენს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობასა და საგამომცემლო სექტორზე.
“საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაცია, რომელიც საგამომცემლო სექტორის მნიშვნელოვან ნაწილს აერთიანებს, შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც სასკოლო განათლების სისტემაში ე.წ. “ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის” დანერგვას ითვალისწინებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი მასშტაბის ცვლილების შეფასებისას ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები, განათლების უფლება და ის ღირებულებები, რომლებზეც დემოკრატიული განათლების სისტემა უნდა იყოს დაფუძნებული. განაგრძეთ კითხვა…
