Thursday, September 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“საჯარო სივრცეში ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის ნორმად დაკანონება საშიშია…” – რას ამბობს თამთა მეგრელიშვილი

September 10, 2026
“საჯარო სივრცეში ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის ნორმად დაკანონება საშიშია…” – რას ამბობს თამთა მეგრელიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას ეხმიანება.შსს-ის განმარტებით, საქმე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ დაწერილ შეურაცხმყოფელ კომენტარს ეხება. მეგრელიშვილის შეფასებით, გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ის აბსოლუტური უფლება არ არის და საჯარო სივრცეში, მათ შორის, ციფრულ პლატფორმებზე, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეთიკის ნორმები უნდა იყოს დაცული. მისი თქმით, ერთმანეთისაგან სწორად უნდა გაიმიჯნოს პირადი შეურაცხყოფა და დაცული კრიტიკული აზრი, ხოლო საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებისა და აგრესიული ლექსიკის ნორმად ქცევა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ სტაბილურობას. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერ და სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. უწყების განმარტებით, საქმე ეხება სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ დაწერილ შეურაცხმყოფელ კომენტარს. თავად რაზმაძე კი, მცდარ გზავნილს აჟღერებს და აცხადებს, რომ მას კრემლის პროპაგანდისტების, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმირ სოლოვიოვის მისამართით გამოთქმული კრიტიკისა და გინების გამო ედავებიან, რაც ერეკლე II-ისა და გეორგიევსკის ტრაქტატის თემას უკავშირდებოდა. სამართლებრივ სახელმწიფოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ის არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კანონმდებლობა მკაფიოდ საზღვრავს საზოგადოებრივი წესრიგისა და ეთიკის ნორმებს საჯარო სივრცეში, მათ შორის, ციფრულ პლატფორმებზე. სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლება და კრიტიკული აზრი ნებისმიერი საზოგადოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ამ პროცესსაც აქვს თავისი წითელი ხაზები, რასაც კანონთან ერთად პოლიტიკური კულტურა და ეთიკა იცავს. სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საჯარო სივრცის მიმართ პატივისცემა არის ის აუცილებელი სტანდარტი, რომელიც თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას, რათა დისკუსია ჯანსაღ ჩარჩოებში დარჩეს და საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება და პირადი შეურაცხყოფა ნორმად არ იქცეს. პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს სახელმწიფოს უმაღლეს აღმასრულებელ შტოს. მისი მისამართით უხამსი და შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება სცდება ლეგიტიმური პოლიტიკური კრიტიკის ფარგლებს და ლახავს არა მხოლოდ კონკრეტული პირის, არამედ თავად სახელმწიფო ინსტიტუტის ავტორიტეტს. საჯარო სივრცეში ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის ნორმად დაკანონება საშიშია, რადგან ის აზიანებს არა მხოლოდ სამართლებრივ წესრიგს, არამედ ზოგადად საზოგადოებრივ თანაცხოვრებას. საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და საკითხი მკაფიო კონსტიტუციური პრინციპების, გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. ერთმანეთისაგან სწორად უნდა გაიმიჯნოს პირადი შეურაცხყოფა და დაცული კრიტიკული აზრი. დარწმუნებული ვარ, ზემოაღნიშნული პრინციპები ამ საქმეშიც დაცული იქნება. სოციალურ ქსელებში ლანძღვა-გინებისა და აგრესიული ლექსიკის მასიური ხასიათის მიღება (ე.წ. ტოქსიკური გარემოს შექმნა) სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც ცალკეულ პირებს, ისე მთლიანად საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ სტაბილურობას. ინფორმაციული ხმაური, რომელსაც მომწამვლელი ეფექტი აქვს და მოკლებულია არგუმენტებს, პოლიტიკაში არ არის სწორი ურთიერთობის მანერა, რადგან აგრესიული კომენტარების ნაკადში იკარგება შესაძლებლობა საზოგადოებამ სწორად დაინახოს და გაანალიზოს პოლიტიკური მოვლენები“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აი ესაა განსხვავება ჩემს კადრებსა და ჭორვილელის დანიშნულებს შორის…” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის გამოკითხვა დაიწყო
  • აშშ-ში კატა ფეხსაცმლის ქურდობაზე გამოიჭირეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge