საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში ახალი გუნდი, „ბლექ ფორტრესი“ ითამაშებს. კლუბი ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა.
გადაწყვეტილია, რომ „ფორტრესში“ მომავალ სეზონში NBA-ის ჩემპიონი და „ოლ სტარის“ რვაგზის მონაწილე დუაით ჰოვარდი ითამაშებს.
სოცმედიაში გავრცელდა ჰოვარდის ვიდეო, რომელშიც ის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ემოციურად საუბრობს.
