Thursday, September 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ქართული ოცნება” პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას არ ცვლის

September 10, 2026
“ქართული ოცნება” პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას არ ცვლის

“ქართული ოცნება” ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას არ ცვლის. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ, დღეს, ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით, “სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღოს”.

ასევე მისი მტკიცებით, “ქართული ოცნების” მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად საქართველოში “უცხოური აგენტურა დასუსტდა”.

უცხოური აგენტურა დღეს საქართველოში არის დასუსტებული და ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულა იმ ნაბიჯებმა, რომელიც გადაიდგა ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღება, გრანტების შესახებ კანონის მიღება, სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების მიღება, ასევე შეკრების საკითხის სწორად მოწესრიგება და ა.შ..

ამ ყველაფერმა აიძულა უცხოური აგენტურა მოქცეულიყვნენ კანონის ჩარჩოებში და საბოლოო ჯამში კანონის ჩარჩოებში ოპოზიცია არის დასუსტებული, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ კონსტიტუციური სარჩელის მნიშვნელობას, ჩვენ შეტანილი გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული იყოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, ისეთი გადაწყვეტილება, რაც შეესატყვისება ყველაზე მეტად სახელმწიფოებრივ ინტერესებს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მონაწილეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო 3 სხვადასხვა დეკლარაციას შეუერთდა, რომელიც კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.

მნიშვნელოვანია ევროპას ჰქონდეს თავისი ხედვა, თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკა კოსმოსის საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის, რესურსები ამ მიმართულებით შეზღუდულია, თუმცა ჩვენ ვართ გადაწყვეტილებების მიღების ნაწილი, ჩვენ ვმონაწილეობთ შესაბამის გადაწყვეტილების მიღებაში, სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი პოზიციაც არის მნიშვნელოვანი ევროპელი პარტნიორებისთვის.

ჩვენ შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ევროპელ კოლეგებთან, ამ საკითხებთან დაკავშირებით და საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების პროცესში,” – ამბობს კობახიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია თბილისში მოკლული არასრულწლოვნის ვინაობა
  • ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა
  • კაცი, რომელიც პოლიციას ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს, სააპელაციომ დამნაშავედ ქურდობის ნაწილშიც ცნო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge