Thursday, September 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გარდაიცვალა სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძე

September 10, 2026
გარდაიცვალა სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის, სტუ-ის ყოფილი კანცლერის ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და მის კოლეგებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო.

ქალბატონ ირინას მრავალწლიანი, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პროფესიული მოღვაწეობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აკავშირებდა, სადაც მან თავისი მასშტაბური ადმინისტრაციული საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მის მოღვაწეობას უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობაზე. ქალბატონი ირინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კანცლერი იყო, ეს პასუხისმგებლობა მას უნივერსიტეტისათვის უმძიმეს პერიოდში დაეკისრა. 1990-იანი წლები საქართველოსთვის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების ხანად იქცა. გაჭირვება, ენერგეტიკული კრიზისი, ფინანსური სირთულეები და ყოველდღიური ყოფის უმძიმესი პირობები უშუალოდ აისახებოდა უნივერსიტეტის ცხოვრებაზეც. ასეთ ვითარებაში უნივერსიტეტის მართვა განსაკუთრებულ სიმტკიცეს, პროფესიონალიზმსა და საქმისადმი თავდადებას მოითხოვდა.

სწორედ ამ ურთულეს წლებში იდგა ქალბატონი ირინა უნივერსიტეტის სათავეებთან. მისი კანცლერად საქმიანობის პერიოდი იყო უნივერსიტეტის გადარჩენისთვის ბრძოლა.

ქალბატონი ირინა უნივერსიტეტის ისტორიაში დარჩა როგორც პირველი კანცლერი და როგორც ადამიანი, რომელმაც უმძიმეს წლებში საკუთარ თავზე აიღო უდიდესი პასუხისმგებლობა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ირინა ბადაგაძის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს ამ მძიმე დანაკლისის გამო.

უფალმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ქართული ოცნება” პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას არ ცვლის
  • “იაგო ხვიჩიას ველოდები ჩემს საკანში”- რას ამბობს ელენე ხოშტარია
  • ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა – როგორია მისი მდგომარეობა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge