Thursday, September 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ისლანდიაში 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53%-ისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ, რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ” – ირაკლი კირცხალია

September 10, 2026
“ისლანდიაში 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53%-ისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ, რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ” – ირაკლი კირცხალია

“47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვია შენობები, პოლიციელები, არ შევარდნილა პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ“, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

კირცხალიას თქმით, ალბათ ვერ ჩაერივნენ თავის დროზე ის ძალები, რომლებიც ჩვენს ქუჩებში დათარეშობდნენ თავიანთი უდიდესი სახსრებით, ასობით მილიონი დოლარით და ევროთი და რევოლუციის მოწყობის მცდელობა ჰქონდათ.

მან ასევე ისაუბრა “ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე.

„ევროპაში ნამდვილად არ არის ევროპულად სახარბიელო დრო. ამას ჩვენ დიდი ხანია, წლებია ვამბობთ. შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, ვამბობდით, რომ იქაც იღვიძებს ის უკმაყოფილება, რასაც დღევანდელი ბრიუსელის პოლიტიკური ელიტა და მმართველობა, ძალიან დიდი ფულით, ყველა საშუალებით, ყველა ინსტიტუციით ახშობს რეალურ ხმას, რეალურ პრობლემებს, თუ რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში. განსაკუთრებით ნიშანდობლივი და ყურადღება მისაქცევია დიდი ქვეყნები და დიდი ეკონომიკები. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ წილი მარტივი მდგენელია, კავშირი ეკონომიკური, რომელიც 30 პროცენტს შეადგენდა მსოფლიო ეკონომიკის, ჩამოსულია 15-16 პროცენტამდე, ეს ხომ ხალხზე აისახება. მიგრაციის საკითხები და ა.შ.

მნიშვნელოვანია ისლანდიაში რაც განვითარდა რეფერენდუმის კუთხით. ყოველთვის ვამბობდით, არ არსებობს ეკონომიკური კავშირი, რომელ ეკონომიკურ კავშირსაც უნდა რომ მიიღოს და გააწევრიანოს ქვეყანა, რომელიც ეკონომიკურად მოწყვლადია, ვინაიდან, შემდეგ ის ქვეყანა ხდება იმ დიდი ეკონომიკების სარჩენი, რასაც დღეს ვხედავთ და რაზეც წუხს ცენტრალური ევროპის მცხოვრები. ისლანდიაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეკონომიკურად მოწყვლადი ქვეყანაა. ჩატარდა რეფერენდუმი, ალბათ პოლიტიკურმა ძალებმა აუხსნეს საზოგადოებას, საზოგადოებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუ არ ვცდები 53/47-ზე დამთავრდა, მაგრამ 47 პროცენტი არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვია შენობები, პოლიციელები, არ შევარდნილა პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ. ეს არის ევროპა და ცივილიზებული გადაწყვეტილება. ალბათ ვერ ჩაერივნენ თავის დროზე ის ძალები, რომლებიც ჩვენს ქუჩებში დათარეშობდნენ თავიანთი უდიდესი სახსრებით, ასობით მილიონი დოლარით და ევროთი და რევოლუციის მოწყობის მცდელობა ჰქონდათ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ეკა კუპატაძე ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესიდან წერილს ავრცელებს
  • “ჩემსავით მებრძოლი რომ იყო გიორგი ლეკიშვილო, ჩემსავით უნდა გამწარდე … ” – ეკა კუპატაძის კომენტარი
  • ვინ არის ყოფილი პარლამენტარი, რომელიც ამბობს, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ლაზარე ჯორბენაძეს ესაუბრა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge