Thursday, September 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ID ბარათის QR კოდზე სტუდენტის სტატუსიც დაიტანება და შესაძლებელი იქნება მისი გადამოწმება

September 10, 2026
ID ბარათის QR კოდზე სტუდენტის სტატუსიც დაიტანება და შესაძლებელი იქნება მისი გადამოწმება

პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე (ID ბარათზე) დატანილი QR კოდის მეშვეობით, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, მარტივად ისარგებლონ სხვადასხვა ფასდაკლებით. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობითვე, დოკუმენტზე სტუდენტის აქტიური სტატუსის დატანას თავად სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო აღნიშნული მომსახურება სტუდენტებისთვის სრულიად უფასოა.

სისტემა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გამარტივებული წესით ისარგებლონ შეღავათებით ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა: საზოგადოებრივი და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობა; მუზეუმებსა და ბოტანიკურ ბაღებში ვიზიტი და ა.შ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო დეტალურად განმარტავს იმ პროცედურებსა და პირობებსაც, რომლებიც ID ბარათის QR კოდზე სტუდენტის სტატუსის ასახვისთვის არის საჭირო:

„თუ პირი განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში რეგისტრირებულია როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც სტატუსი შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ან თუ პირი უკვე ფლობს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობას, რომელიც შეიცავს QR კოდს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აისახება ინფორმაცია სტუდენტის სტატუსის შესახებ, რომლის გადამოწმება შესაძლებელი იქნება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის მეშვეობით.

დაინტერესებულ პირს შეუძლია სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვისა და შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე არსებული QR კოდის საშუალებით ხელმისაწვდომობის მოთხოვნით მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს.

განცხადების წარდგენა შესაძლებელია, როგორც პირის სახელზე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის განცხადებასთან ერთად, ისე უკვე გაცემულ დოკუმენტზე.

სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვასა და დოკუმენტზე დატანილი QR კოდის მეშვეობით გადამოწმების ხელმისაწვდომობის თაობაზე სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის დადგენილ ვადაში, ხოლო უკვე გაცემული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შემთხვევაში, შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში“, – ნათქვამია სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სააგენტო ასევე განსაზღვრავს, რომ აღნიშნულ მომსახურებაზე უარი ითქმება, თუ:

საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არ იძებნება ინფორმაცია პირის შესახებ;
საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში პირი არ არის რეგისტრირებული, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი;
საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემების თანახმად, პირს სტუდენტის სტატუსი შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს;
შეჩერებულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება.
დაინტერესებულ პირს აგრეთვე შეუძლია ზემოაღნიშნულ უფლებამოსილ ორგანოებს მიმართოს სტუდენტის სტატუსის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მოთხოვნით, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ინფორმაცია აღნიშნული სტატუსის შესახებ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე არსებული QR კოდის საშუალებით აღარ იქნება ხელმისაწვდომი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ფარცხალაძე როგორც ახსენებს, 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდა “არბატის” შემადგენლობაში” – რას ამბობს ვლადიმერ ჩაჩიბაია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიერ დანაყოფ “გეორგიევსკის” შექმნაზე
  • “ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ეგ კაცი დაშლის „ნაცმოძრაობას …”- რას წერს ნიკა გვარამია იაგო ხვიჩიაზე
  • ცნობილია გარდაცვლილი ლუკა ჩხიკვიშვილის ექსპერტიზის პასუხი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge