თორნიკე რაზმაძეს პუტინის პროპაგანდისტების, სიმონიანისა და სალავიოვის გინების გამო, სასამართლოში იბარებენ – რაზმაძეს ჯარიმა ან პატიმრობა ემუქრება.
“არ დაიჯერებთ რის გამო აღმიძრეს საქმე და მიბარებენ სასამართლოში, რომ ან დამაპატიმრონ, ან უზარმაზარი ჯარიმა გამომიწერონ. დღეს მივიღე ეს უწყება. საქართველოს შსს მედავება იმას, რომ რუს პროპაგანდისტებს მარგარიტა სიმონიანს და ვლადიმერ სალავიოვს რატომ მიაყენე შეურაცხყოფა და რატომ აგინეო?…” – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე რაზმაძე და ვიდეოს აქვეყნებს.
