ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს. თვალის მდგომარეობის გაუმჯობესებაც შესაძლებელია, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება – ამის შესახებ აქციაზე დაშავებული ალექს ქირია წერილს აქვეყნებს.
“ეს არის საფრანგეთში ჩატარებული ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება. ჩემი შუბლის ძვლის დაზიანება დღემდე საჭიროებს რეკონსტრუქციულ ოპერაციას და იმპლანტაციას, ასევე მაქვს თვალთან დაკავშირებული პრობლემები და მჭირდება ქუთუთოს/პტოზის ოპერაცია.
ყველაზე მძიმე კი ის არის, რომ ბრძოლა მხოლოდ ჯანმრთელობის აღდგენისთვის აღარ მიწევს. საფრანგეთში მითხრეს, რომ თუ რეკონსტრუქციულ ოპერაციას პლასტიკური ქირურგი ჩაატარებს და არა ნეიროქირურგი, ამ ოპერაციის დაფინანსების საკითხი პრობლემური ხდება/შეიძლება არ დაფინანსდეს. ჩემი მდგომარეობა კი პირდაპირ უკავშირდება თავის ქალისა და თავის ტვინის მიდამოს მძიმე ტრავმას და ამიტომ საჭიროებს შესაბამისი სპეციალისტის ჩართულობას.
მე ვითხოვ შესაძლებლობას, აღვიდგინო ის, რაც ძალადობის შედეგად დავკარგე
ეს არის იმ ძალადობის კვალი, რომლის გამოც დღესაც მიწევს ოპერაციებისთვის, ჯანმრთელობისთვის და ელემენტარული სამართლიანობისთვის
მე ვხედავ იმ ხელისუფლების ხელწერას, რომლის მმართველობის პირობებშიც მოქალაქის სხეულზე დარჩენილი ჭრილობაც კი შეიძლება წლების განმავლობაში უპასუხოდ დარჩეს.
ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს. თვალის მდგომარეობის გაუმჯობესებაც შესაძლებელია, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება.
ეს არის ჩემი ისტორია. ეს არის ჩემი სხეულის მტკიცებულება. და ეს არის ის ფასი, რომლის გადახდაც მე მომიწია საკუთარი პოზიციის გამოხატვის გამო.“ – წერს 2024 წლის 3 დეკემბერს აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.
