Wednesday, September 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მოღალეტე, რუსი რომანოვი” – სალომე ზურაბიშვილი ფარცხალაძის მიერ დაჯგუფების შექმნას გამოეხმაურა

September 9, 2026
“მოღალეტე, რუსი რომანოვი” – სალომე ზურაბიშვილი ფარცხალაძის მიერ დაჯგუფების შექმნას გამოეხმაურა

მოღალეტე, რუსი რომანოვი – ასე ახასიათებს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ყოფილ მთავა პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, რომელმაც საბრძოლო დანაყოფის შექმნა და უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლა დააანონსა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ის პერიოდი გაიხსენა, როცა აშშ-მ რუსეთის ჯაშუშობისთვის ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა.

ზურაბიშვილის თქმით, მაშინ მას სურდა, ყოფილი გენერალური პროკურორისთვის საქართველოს მოქალაქეობის პროცესის ჩამორთმევა გადაედო, რადგან შეზღუდვები ექს-პროკურორს შეხებოდა, თუმცა მისი თქმით, მაშინ ევოვნულმა ბანკმა თქვა, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს არ შეუერთდებოდა, თუ ქართული სასამართლო სანქციების მტკიცებულებებს არ განიხილავდა.

“ქართული ოცნების” რეჟიმმა” ფარცხალაძეს იმუნიტეტი მისცა – დასძინა მან.

მე დღეს კი არ გამიჩნდა კითხვები ფარცხალაძეზე, ჯერ ერთ უნდა გაჩენილიყო ადრე, როცა ეს ადამიანი გენერალური პროკურორი იყო, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი მისი წარსულით, მაგრამ გამიჩნდა უფრო სერიოზული კითხვები, როცა გამოქვეყნდა ამერიკული სანქციები მის მიმართ, იმ ბრალდებით, რომ ის იყო КГБ-ს აგენტი და საფუძვლიანი განაცხადი ამერიკის იმიტომ, რომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს სანქციები არასდროს არ არის მიღებული ისე, რომ ყველა სამართლებრივი გზა არ იყოს გავლილი, იმდენად უფრთხილდებიან იმას, რომ სანქციების დაწესებას არ მოჰყვეს რამე საჩივარი შემდეგ იმ ადამიანებისგან და ძალიან ფრთხილად ეკიდებიან ამ საკითხს.

იმ მომენტში, როცა ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ, ქალბატონმა თურნავამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამერიკის სანქციები, ან სხვა საერთაშორისო სანქციები საქართველოში ვერ გავრცელდებოდა, თუ არა ქართული სასამართლოს მიერ ამ მტკიცებულებების განხილვა და დათანხმება ამ მტკიცებულებებზე. ეს იმთავითვე ორ რამეს ნიშნავდა: ერთი, რომ საქართველო იმიჯნებოდა საერთაშორისო სანქციებისგან, ჩვენ ვიღებდით ჩვენ თავზე, რაც არცერთ სხვა ქვეყანას არ გაუკეთებია, რომ ჩვენ ვიცით უფრო კარგად და თუ ჩვენ ვერ დავამტკიცებთ, მაშინ ეს ყველაფერი არ არსებობს და მეორე, რომ ეს გადაწყვეტილება იყო პირდაპირ დაცვა “ქართული ოცნებისგან”, რეჟიმისგან ფარცხალაძის, ამით მისცეს მას ერთგვარი იმუნიტეტი. ეს ეხებოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ არცერთი საქართველოს მოქალაქე ვერ იქნებოდა საქართველოში დასანქცირებული, თუ არა ქართული სასამართლოს მიერ მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება.

ამ დროს მე არ ავჩქარდი იმისთვის, რომ წაგვერთვა საქართველოს მოქალაქეობა ფარცხალაძისთვის და არავინ არ დამიჭირა მხარი, არავის არ ესმოდა, რომ სწორედ ეს იყო ის მაგალითი, რაც ბოლომდე უნდა ყოფილიყო მიყვანილი. როგორც კი ფარცხალაძე აღარ იქნებოდა საქართველოს მოქალაქე, ეს მასზე აღარ ვრცელდებოდა და არც საქართველოს კანონმდებლობა, რაც დღეს არის რეალური საქმე, რომ დღეს რასაც აკეთებს ფარცხალაძე, რაც არის მოღალატეობა, ამაზე მეტი მოღალატეობა მე აღარ ვიცი, აღარ ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას და ის არის რუსი რომანოვი და სრულიად ჩვენი სამართლებრივი სივრციდან გასული.

იმ დროს ეს იყო ძალიან სერიოზული მაგალითი და არავინ, არც ოპოზიციიდან არ წამომყვა ამ მსჯელობაში,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემაც რუსეთის მხარეს მებრძოლი მოხალისეთა დანაყოფი „გეორგიევსკი“ შექმნა.

ასევე ცნობილია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფი მონაწილეობს. РИА Новости-ის ინფორმაციით, დანაყოფს დახმარება ქართველმა ბესიკ დანელიამ და ე.წ. ქართველმა ვოლონტიორებმა ჩაუტანეს – მათ სამხედროებს მოტოციკლები და „სამლოცველო ოთახები“ გადასცეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „რა უნდა იცოდეთ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწყებამდე“ – მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • როგორ “ნაწილდებოდა” ე.წ. ქოლ-ცენტრიდან შემოსული ფული – პროკურორი საქმეში არსებულ აუდიოჩანაწერის შინაარსზე საუბრობს
  • 10 სექტემბერს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები ირაკლი ღარიბაშვილს და გრიგოლ ლილუაშვილს საქართველოს ფოსტით წერილებს გაუგზავნიან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge