Wednesday, September 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურორი გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავის დაკითხვის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსჯავრდებული ანდრია ლილუაშვილი „სანდო მოწმე” ვერ იქნება

September 9, 2026
პროკურორი გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავის დაკითხვის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსჯავრდებული ანდრია ლილუაშვილი „სანდო მოწმე” ვერ იქნება

დამაჯერებელი პასუხები მოწმისგან დღეს ვერ მოვისმინეთ – ვერცერთ კრიტიკულ კითხვაზე პასუხი ვერ გაგვცა , – ამის შესახებ სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავის, მსჯავრდებულ ანდრია ლილუაშვილის დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის თქმით, ანდრია ლილუაშვილი „ვერანაირად ვერ იქნება სანდო მოწმე“.

„თვითონ უარყოფს ფაქტს, რომ “ქოლცენტრთან” რაიმე ფორმით შეხება ჰქონდა. უშუალოდ დანაშაულებრივ ქმედებას უარყოფს, უბრალოდ, ფაქტს ადასტურებს, რომ რაღაც შემხებლობა ჰქონდა, მისი აზრით, კანონიერ ბიზნესთან. ჩვენ გვაქვს საქმეში მიმოწერები, აუდიოჩანაწერები, მოწმეები. აუდიოჩანაწერი გვაქვს, როდესაც “ქოლცენტრი” დაიხურა, პირდაპირ მიდის საუბარი იმაზე, რომ თანხა, რაც დარჩა ნაშთის სახით “ქოლცენტრს’, უნდა გაყოფილიყო ხუთ ადამიანზე. ამ ხუთი ადამიანიდან ოთხი იდენტიფიცირებულია და ერთ-ერთი არის ანდრია ლილუაშვილი. მეხუთე ადამიანზე დაისვა კითხვა, თუ ვინ იყო, სხვა მოწმეები ამბობენ, რომ ეს იყო გრიგოლ ლილუაშვილი, თუმცა ანდრია ლილუაშვილმა განმარტა, რომ მეოთხე კაციც და მეხუთე კაციც იყო თვითონ და ორი კაცის წილი უნდა მიეღო. დაესვა კითხვები, თუ ლოგიკა რაში მდგომარეობდა, თუმცა დამაჯერებელი პასუხები ვერ მივიღეთ.

რაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია, კომერციულ ფრთებზეც იყო საუბარი. მაგალითად, ერთ უძრავ ქონებას რომ გაუგზავნის გრიგოლ ლილუაშვილი, ანდრია ლილუაშვილი წერს, რომ „ამ ადგილზე მუშაობა არ იქნება, არ არის სარფიანი“ – მსგავსი შინაარსის მიმოწერებია. ამაზეც დაისვა კითხვა, თუმცა მოწმემ ვერცერთ კრიტიკულ კითხვაზე პასუხი ვერ გაგვცა.

როგორც მოწმემ განმარტა, გრიგოლ ლილუაშვილს, მის ნათესავს, არასდროს მისი არანაირი ინტერესისთვის არ იყენებდა. თვითონვე განმარტა და დაადასტურა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა ხუთჯერ. განმარტება იყო ასეთი, რომ გრიგოლ ლილუაშვილი იყო ძალიან დაკავებული და ვინაიდან თავად ვერ მიდიოდა ნათესავებთან, ისინი აკითხავდნენ სუს-ში. კონკრეტულად რა საკითხების გასავლელად და რისთვის დადიოდა, ვერ მოვისმინეთ.

ანდრია ლილუაშვილი ვერანაირად ვერ იქნება სანდო მოწმე, მას ბრალი ჰქონდა წარდგენილი და მსჯავრდებულია, მისჯილი აქვს 12 წელი, ჩამორთმეული აქვს დიდძალი ქონება. შესაბამისად ასეთი ადამიანი რომ არ აღიარებს ქმედებას, რაშიც მსჯავრი აქვს დადებული, ჩემთვის გასაგებია“, – განაცხადა პროკურორმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „რა უნდა იცოდეთ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწყებამდე“ – მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • როგორ “ნაწილდებოდა” ე.წ. ქოლ-ცენტრიდან შემოსული ფული – პროკურორი საქმეში არსებულ აუდიოჩანაწერის შინაარსზე საუბრობს
  • 10 სექტემბერს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები ირაკლი ღარიბაშვილს და გრიგოლ ლილუაშვილს საქართველოს ფოსტით წერილებს გაუგზავნიან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge