საქართველოდან მიმავალმა კერძო თვითმფრინავმა, ტექნიკური გაუმართაობის გამო, შავ ზღვაში, რიზეს პროვინციის სანაპიროსთან ავარიული დაშვება განახორციელა. თვითმფრინავი ბათუმიდან, ჩრდილოეთ თურქეთში მდებარე ორდუ-გირესუნის აეროპორტის მიმართულებით აფრინდა, თუმცა ეკიპაჟი იძულებული გახდა, რიზეს რაიონის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაშვებულიყო – ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
“განგაშის სიგნალის მიღებისთანავე, თურქეთის სანაპირო დაცვის ჯგუფები ოპერატიულად გავიდნენ მითითებულ კოორდინატებზე და ზღვიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადარჩენილები სამედიცინო შემოწმების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს” – წერს Reuters.
