Wednesday, September 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დღეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა სატრანსპორტო კუთხით” – რას აცხადებს რევაზ სოხაძე

September 9, 2026
“საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია” – რევაზ სოხაძე

გამარჯვებულ კომპანიასთან ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებას მოეწერა ხელი. ეს არის ბათუმი – სარფის გზის მონაკვეთი, რომელიც მოიცავს 7,6-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობასაც. აღნიშნული გვირაბი საქართველოში იქნება სიდიდით მეორე კობი-ქვეშეთის გვირაბის შემდგომ, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნისთვის ეს არის გზის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი როგორც სატრანზიტო, ისე აჭარაში ტურისტული მიმართულებით.

„გონიო – კვარიათის მიმართულებით მოძრაობა სრულად განიტვირთება, ხოლო საგზაო დეპარტამენტი და ადგილობრივი ხელისუფლება ტერიტორიას ერთად მოვაწესრიგებთ, რომ ტურისტულ ზონად გადაიქცეს. დღეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა სატრანსპორტო კუთხით. კონტრაქტით გათვალისწინებულია ოთხწლიანი ვადა. იმედი გვაქვს, ზუსტად ოთხ წელიწადში დასრულდება ეს პროექტი. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური ყურადღება ხარისხთან და პროექტის დროულად დასრულებასთან მიმართებით. სამინისტრო კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებს, მათ შორის მეც, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელიც“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისი თქმით, აქტიური სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ უკვე წელს დაიწყება.

„საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ საკმაოდ დატვირთული წელი გვექნება, ასევე მომავალ წელს ახალი პროექტების დაწყების კუთხით. საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობა დაიწყება. ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობა უნიკალურია, ის არის ევროპასა და აზიის დამაკავშირებელი, თუმცა მნიშვნელოვანია, გეოგრაფიულ მდგომარეობასთან ერთად, ინფრასტრუქტურა განვავითაროთ ისე, რომ ყველა მიმართულებით იყოს ხელსაყრელი, კომფორტული, უსაფრთხო გადაადგილება. ვფიქრობ, ბოლო წლებში საქართველომ დაამტკიცა, რომ არის უსაფრთხო ზონა სატრანზიტო ტვირთებისთვის, გადაადგილებისთვის. ჩვენი ქვეყანა კიდევ გააუმჯობესებს მდგომარეობას, განხორციელდება რაც შეიძლება მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

საქართველოს აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის — ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობა იწყება. 11.3 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობაზე ხელი China Railway Tunnel Group Co. Ltd-თან (CRTG) შოეწერა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ენერგო პრო ჯორჯია” აბონენტებს აფრთხილებს
  • “რამდენიმე სინდისის პატიმრის აღიარება “ოცნებამ” გამარჯვებად ჩათვალა და დანარჩენებზე ბინძური შეტევა მიიტანა”- რას ამბობს ზვიად ცეცხლაძე
  • ცნობილია შავ ზღვაში ჩავარდნილი მცირე ზომის თვითმფრინავის მგზავრების ვინაობა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge