2027 წლის 10 საუკეთესო ტურისტული მიმართულება მსოფლიოში – რეიტინგში საქართველოს ერთ-ერთი დასახლებაც მოხვდა
მაშინ, როდესაც ზოგიერთი ტურისტული მიმართულება ზედმეტი ტურიზმისგან იტანჯება, სხვებს, პირიქით, მეტი მოგზაურის მასპინძლობა სურთ.
ტურისტულმა ოპერატორმა Intrepid Travel-მა 2027 წლის რეიტინგი წარადგინა, სადაც მსოფლიოს 10 ნაკლებად ცნობილი მიმართულებაა გაერთიანებული, რომლებიც მზად არიან გაისად უფრო მეტ მოგზაურს უმასპინძლონ – წერს unian.net-ი.
„ეს პროექტი მხოლოდ ნაკლებად ცნობილი ადგილების ჩამონათვალი არ არის. მისი მიზანია შეცვალოს მიდგომა მიმართულებების არჩევასა და მოგზაურობის ფორმატთან დაკავშირებით – შთააგონოს ადამიანები, აღმოაჩინონ მსოფლიოს ისეთი კუთხეები, სადაც ტურიზმს რეალური სარგებელი მოაქვს ადგილობრივი თემებისთვის, ეკონომიკისა და კულტურისთვის“, – აღნიშნავენ რეიტინგის ავტორები.
