კერძო საკუთრებისთვის, წლების წინ დაწყებული დავა იქამდე მივიდა, რომ ლაშხიების ოჯახს მეზობელმა სახლიდან გასასვლელი კარის წინ კედელი ამოუშენა – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
საერთო გამოყენების კიბე კი, რომელიც ახლა კერძო საკუთრებაა, გასაღებით ჩაკეტა.
ერთი შეხედვით სამართლებრივად ყველაფერი სწორია, მეზობელი ისე იქცევა, როგორც სასამართლომ ფურცელზე დაწერა. სახლიდან გასასვლელი კიბე მას ეკუთვნის.
თუ ერთი შეხედვით ყველაფერი სწორია, მაშინ როგორ ჩაიკეტა ოჯახი საკუთარ სახლში, რომელსაც გასასვლელი არ აქვს და ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე? – ეს არის ამბავი დავაზე, რომელმაც ერთ დროს საერთო მიწაზე მაცხოვრებელი ორი ოჯახი ბიუროკრატიულ ჩიხში შეიყვანა.
პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც ლაშხიამ მიწის გაყოფა მოითხოვა. ოჯახი გამოსავალს ეძებს, უფრო სწორად სახლიდან გამოსასვლელ გზას… რას ამბობენ მერიაში? – მეტის გასაგებად ნახეთ ვიდეო.
